შეცდომებმა გზას აგვაცდინა - ლევან ცაბაძე სრკ-ის პრეზიდენტობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან ცაბაძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

დღესდღეობით, ცაბაძე ასპინძის გამგებელია.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად ლევან ცაბაძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ვაპირებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თანამდებობიდან გამომდინარე, არ მინდა ჩემზეც იგივე ისაუბრონ, რაც ირაკლი აბუსერიძეზე ითქვა - მთავრობის კანდიდატურა
არისო.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აბუსერიძის მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, რაზეც გული დამწყდა...

გიორგი ნიჟარაძემ ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ შეცდომებიც არის დაშვებული, რამაც აგვაცდინა გზას და ხვალ რომ რამე მოხდეს, იმ უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც დამღუპველი იქნება ქართული რაგბისთვის.

მართალია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალზე განვითარებული და წინ წასულია, მაგრამ დანარჩენი სხვა ძალიან ნელა და გაჭირვებით ვითარდება, ამას კი შეცვლა სჭირდება", - გვითხრა ლევან ცაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 66 /
ნეტა თუ არგრცხვენიატ?!ასპინძა ხომ ააყვავე დაახლა გაზრდილ ბიუჯეტიანი ტანამდებობა მოგინდა ხომ!არ გამოვა საქმის კეტება დაფულის კეტება ორივე ერთად!თქვენ კი ნიჟარაძეზე უკეთრომ საქმეს ვერ გააკეტებთ კოჭებში გეტყობათ!
ეჰ...
21 დეკემბერი 2015 17:24
0
ლეონსიოზე ეგრე როგორ ლაპარაკობთ? არ გრცხვენიათ ხალხო რაგბს როდიდან უყურებთ? წელს დაიწყეთ? ლევან ცაბაძემ გაგვიყვანა ჩვენ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე და სხვა ძალიან ბევრი დამსახურებაც აქვს ლეონსიომგაუკაფა ჩვენ მორაგბეებს საფრანგეთისკენ გზა სირცხვილია ადამიანი ტყუილუბრალოდ ესე გამოლანძღო
me
21 დეკემბერი 2015 17:24
0
ენას ძვალი არააქ და ამათ უნამუსობას კიდე საზღვარი.
Irakli 88
21 დეკემბერი 2015 17:23
0
მერე საკლუბო რაგბიზე თუ არის საუბარი რა შუაშია უფსკრული აქ? არ იყო მზად ჩემპიონატი და კლუბები ევროთასებისთვის და ძალიან კარგი რომ გადაიდო, ხაზს ვუსვამ გადაიდო. ცაბაძე კიდე აბუქებს ამბავს და კონკრეტულ არაფერს იძახის, რა იყო მოთხრობას ჰყვება თუ რა, ეგრე ლაპარაკი არ შეიძლება თქვი რა კონკრეტულად
sandro777
21 დეკემბერი 2015 17:23
0
ფულიიიიიიიიიიი, აი ერთადერთი რაც ალაპარაკებს ამ ხალხს,კარგად ხარ მაგ სავარძელში მოკალათებული და დაეტიე მანდ,სანამ მაქედანაც მოგისვრიან,ისე ნეტა სადაც ხარ ეხლა რა გაქვს გაკეთებული მანდაც საინტერესოა ამ ხნის მანძილზე? ისე ნორმალურმა ადამიანმა როგორ უნდა თქვას გზას ვართ აცდენილებიო, შენ ხარ მგონი გზას ახდენილი ეხლა და დაწყნარდი ჯობია ,იხვანხვალე მაგ სავარძელში სანამ გაქვს დრო,მალე მანდაც აღარ იქნები იმედია.
Irakli 88
21 დეკემბერი 2015 17:22
0
ცაბაძემ და აბუსერიძებ არ იციან და თქვენ იცით? ლაპარაკია საკლუბო რაგბზე
თქვე სხვისონალებო!
21 დეკემბერი 2015 17:17
0
ხვალ რა უნდა მოხდეს ისეთი, რო უფსკრულის პირას აღმოვჩნდეს ქართული რაგბი? ალბათ, ღმერთმა დაიფაროს და ნიჟარაძე თუ აღარ იქნა პრეზიდენტი.
giglia
21 დეკემბერი 2015 17:16
0
მე კი მგონია რო არაქ მნიშვნელობა ვინ იქნება რაგბის კავშირის პრეზიდენტი რადგან ვინცარუნდა იყოს ივანიშვილი მას ფულს ხელში არ მიცემს რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს აქუკვე მთავრობა მოკითხავს ვინციქნება იმას და რა ფულის შოვაზეა საუბარი ვერ გავიგე ნუ სახელმწიფო რო ყრიდეს ფულს უპრაგონოდ რაგბში მესმის ივანიშვილი კიდე მაგის ჩიტი არარის ვინმეს ფული შეაჭმევინოს.
quTaiseli
21 დეკემბერი 2015 17:14
0
ყველაფერი ზედაპირზე დევს. ყველაფერი გასაგებია. ლეონსიო, არ გეწყინოს, მაგრამ არა ხარ გულწრფელი, როცა ამბობ მთავრობა არაფერში ერევაო. ჯობია ყველაფერი ითქვას, ვიდრე იმარჩიელოს ხალხმა. სასწრაფოდ უნდა თქვა ის, თუ რა შეცდომა დაუშვა ნიჟარაძემ ისეთი, რამაც შეიძლება რაგბი დაღუპოს. მიდი აბა გვამცნე. თუ ამას არ გააკეთებ, მაშინ ყველაფერი ცხადზე ცხადია. არა რა, ქართველები არ გაცლიან რაღაცით მაინც დატკბე. ქართველებს არ შეუძლია ერთმანეთის დაჭმის გარეშე არსებობა. ეს ეხება ცხოვრების ყველა სფეროს. ესაა და ეს...
gurami
21 დეკემბერი 2015 17:10
0
ხო, თურმე ნიჟარაძემ გზას აგვაცდინა და ეგ გზას გაგვიკვლევს!!! ნელ-ნელა ყველაფერი ნათელი ხდება და სახელისუფლებო კანდიდატზე ჭორის დონეზე მითქმა-მოთქმა საფუძველს მოკლებული არ ყოფილა!!!
tony
21 დეკემბერი 2015 17:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული