შეცდომებმა გზას აგვაცდინა - ლევან ცაბაძე სრკ-ის პრეზიდენტობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან ცაბაძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

დღესდღეობით, ცაბაძე ასპინძის გამგებელია.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად ლევან ცაბაძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ვაპირებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თანამდებობიდან გამომდინარე, არ მინდა ჩემზეც იგივე ისაუბრონ, რაც ირაკლი აბუსერიძეზე ითქვა - მთავრობის კანდიდატურა
არისო.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აბუსერიძის მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, რაზეც გული დამწყდა...

გიორგი ნიჟარაძემ ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ შეცდომებიც არის დაშვებული, რამაც აგვაცდინა გზას და ხვალ რომ რამე მოხდეს, იმ უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც დამღუპველი იქნება ქართული რაგბისთვის.

მართალია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალზე განვითარებული და წინ წასულია, მაგრამ დანარჩენი სხვა ძალიან ნელა და გაჭირვებით ვითარდება, ამას კი შეცვლა სჭირდება", - გვითხრა ლევან ცაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 66 /
რაღაც ლოგიკაში ვერ ჯდება, ლეგიონერებს სად ზრდიან აფრიკაში? თუ ჩვენ ვერ ვითარდებით ეს ლეგიონერები საიდან მიდიან უცხოეთში?
გაკვირვებული
25 დეკემბერი 2015 11:53
0
ბატონებო და ქალბატონებო წინ მივიწევთ ლეგიონერების ხარჯზე
გულშენატკივარი
25 დეკემბერი 2015 01:30
0
ბატონი ცაბაძის აზრით ნაკრები განვითარებულია, მაგრამ სხვა სფეროები რაგბიში არა. არ მესმის მაშინ რის ხარჯზეა შედეგი მიღწეული? იმედია თავდადებას და მონდომება ერთადერთი არგუმენტი არ იქნება.
თენგო
24 დეკემბერი 2015 19:23
0
ასპინძა ხომ ააშენე და ახლა ქართულ რაგბს სჭირდები :)
ასპინძა
24 დეკემბერი 2015 18:20
0
რასაც ამბობტ ყველაფერს ვარაუდის დონეზე ამბობთ ზუსტად არაფერი იცით და ტყუილად ცილს სწამებთ ადამიანს.
პირადად რომ იცნობდეთ და იცოდეთ მისი შესაძლებლობების შესახებ მერწმუნეთ ამდენ საშინელებას და ტყუილს არ იტყოდით!!!
giorgi
24 დეკემბერი 2015 17:20
0
რა შეცდომებს ან რა გზას იქნებ დააკონკრეტო ოდნავ მაინც. ...
ზაბო
24 დეკემბერი 2015 17:12
0
ვაააა,სადა ჰარ ლეონსიო???!სკოლკო ლეტ,სკოლკო ზიმ??!
avlip qizikski
23 დეკემბერი 2015 18:10
0
მერე ბატონო იშხან იქნება დააკონკრეტოთ თქვე თქვენ რომ ინტელექტუალური ბრდზანდებოდით ეგრედ წოდებული ლევანჩიკა რომ ვერ იყო ინტელექტუალი რა წარმატებას მიახწიეთ თქვენ კლასიკურში და რას მიახწია ლევანჩიკამ თუნდაც კლასიკურში? რაგბზე რომ არაფერი ვთქვათ
გეგე
22 დეკემბერი 2015 16:42
0
ლევანის დროზე უნდა ამოეღო ხმა თუ მართლა შეტკივა რაგბზე გული. არჩევნების წინ გახდა ნიჟარაძე ცუდი? თუ სანამ რაგბში დაფინასება დაბალი იყო გამგებლობა უფრო პრიორიტეტული საკითხი იყო და დაფინანსების მატებასთან ერთად პრიორიტეტებმაც გადმოინაცვლეს?
qq
22 დეკემბერი 2015 16:35
0
არა რა, ჩვენი საშველი არ იქნება! ყველას ახლა მოუნდა პრეზიდენტობა. ძალიან დიდ პატივს გცემთ, ბ-ნო ლევან მაგრამ რა შეცდომებზე საუბრობთ? დღეს რომ რაგბში წინსვლა გვაქვს, ნეტავ სხვა რამეშიც ეგრე იყოს. თუ თქვენ ეროვნულ პირველობაზე ამბობთ მაგას, ნიჟარაძესაც ეს აქვს უპირველესად დასახული. მანამდე მსოფლიო ელოდა ნაკრებს და იმიტომაც აქცენტები სხვა რამეზე იყო გაკეთებული
qomagi
22 დეკემბერი 2015 16:13
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული