[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?

AutoSharing Option
ფოტოზე: ილია ზედგინიძე ქართული რაგბის ვეტერანებთან
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სპორტის საზოგადოების" ინიციატივით მოეწყო ვეტერანი მორაგბეების, მწვრთნელებისა და მოქმედი მოთამაშეების შეხვედრა. სასაუბრო ბოლო დროს ქართული რაგბის თემში განვითარებული მოვლენები იყო.

შესავალი სიტყვით შეკრებილ საზოგადოებას "საქართველოს სპორტის საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მსხვილიძემ მიმართა:

"ბოლო დროს ქართულ რაგბიში გამოწვეულმა აჟიოტაჟმა ჩვენი ინტერესი გააღვივა. გადავწყვიტეთ ამ ღონისძიების ორგანიზება, რათა საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს გაეცეს პასუხი. გთხოვთ, გავმართოთ დისკუსია ქართული რაგბის დღევანდელ მდგომარეობაზე, განვითარების პერსპექტივებზე".

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის
ასისტენტი:

"ვეცდები, საზოგადოებას ნაწილობრივ მაინც განვუმარტო არსებული ვითარება. ჩემი ერთადერთი მიზანი რაგბის განვითარებაა.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება რაგბის კავშირის პრეზიდენტი. ირაკლი აბუსერიძეს მხარი მარტო იმიტომ კი არ დავუჭირე, რომ ჩემი მეგობარია, არამედ იმიტომაც, რომ მას ტალახი მიასხეს.

ვინაიდან საკრებულოს წევრია, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში იძახდნენ, გარედან არის ჩარევაო. მერე თავისსავე ტყუილში აიბლანდა და გარეთ ნუ ეძებთ, შიგნით ეძებეთ ეშმაკებიო. ერთი სიტყვით, მიმაჩნია, რომ ვინც წყალი ასე აამღვრია, იმან პასუხი უნდა აგოს.

ახლა რაც შეეხება "ძაღლებსა და კატებს". დილის ცხრის ნახევარზე მომიგზავნეს ჟურნალისტი, რომელიც მეკითხება, მართლა უღალატე ნიჟარაძესო? აი, სწორედ მაშინ ვუთხარი, შენნაირი "ძაღლებისა და კატების" აგორებულია ეს ამბავი-მეთქი. იმანაც, ადგა და დაწერა".
(რედ: სავარაუდოდ, მაჩხანელი Sportall.ge-სთან გაკეთებულ ამ კომენტარს გულისხმობს: ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ)

ილია ზედგინიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი:

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანისთვის ქართული რაგბის წინსვლა არის პრიორიტეტი. ვინ იქნება რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მინდა მოკლე ექსკურსი გავაკეთო ისტორიაში.

საქართველოში რაგბი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ძალიან რთულ პირობებში ვითარდებოდა. 90-იანი წლებიდან კი, როცა რაგბი პროფესიული სპორტი გახდა, დაიწყო რეალური წინსვლა. ეს განპირობებული იყო ეროვნული ნაკრების წარმატებითა და ნაკრების თითოეული წევრის თავდადებული გარჯით.

ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო ბოლო რვა წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესში გიორგი ნიჟარაძის ღვაწლი. დარწმუნებული ვარ, ყველა დამეთანხმება, რომ მას ბევრი კარგი აქვს გაკეთებული.

დღეს რაც ხდება, რაგბისთვის არის საზიანო. ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ყველა უნდა შევიკრიბოთ: მორაგბე, მწვრთნელი, ქომაგები, კეთილისმსურველები და დავძლიოთ ეს რთული მდგომარეობა. უნდა ვიყოთ უფრო ტოლერანტულები, თუნდაც მტრის მიმართ.

უკვე აღვნიშნე გიორგი ნიჟარაძის შესახებ, მაგრამ არანაკლები დამსახურება აქვს ირაკლი აბუსერიძეს. ის 13 წლის განმავლობაში თავდადებულად შრომობდა, არ ზოგავდა არაფერს, რათა ქართული რაგბისთვის სარგებლობა მოეტანა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი იყო, საერთაშორისო მიმართულება ებარა. ბევრს შრომობდა, რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებს წარმატებით ეთამაშა და საქართველო წარმოჩენილიყო.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვიყოთ ტოლერანტულები, რაც რაგბის წინ წაწევას, განვითარებას ხელს შეუწყობს. ამ ორივე ადამიანს აქვს რესურსი, იყვნენ ქართული რაგბის სამსახურში. მათ მორალური წინააღმდეგობა არ უნდა შეექმნათ, რათა თავიანთი ცოდნა მოახმარონ რაგბის განვითარებას.

სამწუხაროდ, ერთმანეთთან კომუნიკაცია არ არის კარგი. ის უნდა აღვადგინოთ. ჩვენს ოჯახში, შიგნით უნდა მოვაგვაროთ ყველა პრობლემა".

დიმიტრი ბასილაია, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი:

"მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს. საქართველოში რაგბი იმ დონეზე განვითარდა, რომ ახალ სისხლს მოითხოვს. ირაკლის დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი, როგორია მოედანზე და მის მიღმა. მას რაგბის გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია. რატომ არ უნდა იყოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი?"

Sportall.Ge
ფოტოზე: დიმიტრი ბასილაია, ილია ზედგინიძე და ირაკლი მაჩხანელი

საფრანგეთიდან სკაიპით ჩაერთო დისკუსიაში საქართველოს ნაკრების ყოფილი შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი, რომელმაც ახლახან ოპერაცია გაიკეთა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენთან საუბარი ქართული რაგბის პრობლემებზე მიწევს, მაგრამ ხდება ხოლმე ასე, რაგბის ოჯახში ყოველთვის იყო პატარა პრობლემები და ხარვეზები, მაგრამ ეს ოჯახი ასე საჯაროდ არასდროს გაყოფილა. ამ ყველაფერს პატარა გაურკვევლობას დავარქმევდი, რომელიც აუცილებლად მოგვარდება.

რაც შეეხება რაგბის განვითარებას. ამ სპორტის განვითარება დაიწყო არა რვა წლის წინათ, არამედ იმ დღიდან, რაც საშუალება მოგვეცა, ჩვენი ეროვნული ნაკრები გვყოლოდა. ბოლო 8 წლის მანძილზე წინ დიდი ნაბიჯები გადაიდგა და იმასაც ვიტყვი, რომ რაგბი 2004-დან 2007 წლამდეც სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა.

დღეს მივედით რაღაც დონემდე და ვფიქრობ, სხვა, ახალი ენერგია და სხვა პროფესიონალიზმია საჭირო ქართული რაგბის განვითარებისთვის. ამ ყველაფერს უნდა სხვანაირი მიდგომა და სწორედ ისეთი ხალხის მუშაობაა საჭირო, ვისაც რაგბი ესმის და ვინც ის პროფესიულ დონეზე ითამაშა.

მჯერა, რომ ირაკლი აბუსერიძე ამის გამკეთებელია, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რა არის პროფესიული რაგბი და ესმის, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე, საგარეო ურთიერთობებში. ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, თუ გვინდა, რომ საქართველოს ნაკრები ვიხილოთ ექვს ერში. ქართულ რაგბის დღეს სხვა ენერგია სჭირდება და ეს ენერგია ირაკლი აბუსერიძემ აუცილებლად უნდა მიუძღვნას ჩვენი რაგბის განვითარებას".

დუგლას კავთელაშვილი, ქუთაისის "აიას" ყოფილი მწვრთნელი:

"გიორგი ნიჟარაძე ჩამოსული იყო ქუთაისში. შემხვდა. ვუთხარი, ის ვიცე-პრეზიდენტი მოიშორე, რაგბიში ფულის კეთების მეტი რომ არაფერი უკეთებია და როგორც ლამაზად მოდი, ისე ლამაზად წადი-მეთქი".

ლევან მგელაძე, რუსთავის "ხარების" მთავარი მწვრთნელი:

"შიგნიდან მოხდა ინსპირირება თუ გარედან, ამას, რაც ახლა ხდება, დაპირისპირება აღარ ჰქვია. ამაზე დიდი დაპირისპირება ბიძინა გეგიძის დროს იყო, მაგრამ ის არ გამოსულა და მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია. არადა, მან 2003 წელს პირველად გაიყვანა საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე.

ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურას მივესალმები. დიდი გამოცდილება აქვს. რომ ამბობთ, ერთად უნდა ვიმუშაოთო, იმ კაცს თქვენთან მუშაობა არ უნდა და როგორ უნდა იმუშაოთ. ვიღაცას მხარს რომ ვუჭერ, ტალახი რატომ უნდა მესროლო. ეს დემოკრატიული ქვეყანაა და პროცესიც ასეთივე უნდა იყოს.

ფილარმონიასთან შეკრიბეს ხალხი, რომელთაგან ნახევარზე მეტს ტელევიზორშიც არ ექნება ნანახი რაგბი.
ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ, ვინც ახლა გვერდში დაგიდექით".

პალიკო ჯიმშელაძე, გორის "ჯიქის" მთავარი მწვრთნელი:

"ცხადია, ბოლო დროის ქართული რაგბის პროგრესში გიორგი ნიჟარაძის ღვაწლი დიდია, მაგრამ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, თითქოს ვიღაცა სამშობლოს მოღალატეა. არადა, ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც ხალხს რაგბი შეაყვარა.

ჩვეულებრივი ამბავია, რომ ვიღაცას ოდესმე ვიღაც შეცვლის. ჩვენზე მეტად ვინ იცის სწავლისა და თავდადების ფასი. 23-24 წლის ბიჭები საფრანგეთში წავედით. ფრანგებს საერთოდ არ ვაინტერესებდით. შრომაში გავლიეთ წლები.

როცა ნაკრების თამაშები იყო, ირაკლი მუდმივად ახალი ინფორმაციებით დატვირთული მოდიოდა. სულ ეძებდა, ახალ-ახალ ინიციატივებს გვთავაზობდა.

რაგბი დღესდღეობით პრესტიჟული გახდა. ამიტომ სხვა მიმართულებით წავიდა და ბევრი ისეთი ადამიანი გაჩნდა, რომელმაც არ იცის რაგბის ფასი. სირცხვილია, რომ აქამდე მივედით".

ირაკლი აბუსერიძეს და მისი გუნდის წევრებს მათი ხედვის გაზიარება, პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე საუბარი ვთხოვეთ.

ილია ზედგინიძე: "არ გვინდა, ეს შეკრება წინასაარჩევნო კამპანიას დაემსგავსოს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და პროგრამაზე მერე ვილაპარაკოთ".

მოგვიანებით, sportall.ge-სთან საუბრისას ირაკლი აბუსერიძემ თქვა:

"ქართულ რაგბის თუ დასჭირდება ჩემი დახმარება და ჩემი გამოცდილების გაზიარება, ისედაც გავუზიარებ. რა პოზიცია მექნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ.

დღესაც რაგბიში ვარ, ერთი წამითაც კი არ მოვშორებივარ. გულშემატკივრის და რაგბის ოჯახის გადასაწყვეტია ჩემი მომავალი. მე შეიძლება ერთი მინდოდეს, მაგრამ რეალურად მეორე იყოს საჭირო.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, რადგან გამგეობაც კი არ შევკრებილვართ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 48 /
სად ნიჟარაძის განათლება და ინტელექტი და სად აბუსერიძის.ერთი საშუალო დონის მორაგბე იყო.შეძვრა ქართულ ოცნებაში და მოინდომა პრეზიდენტობა .შევარცხვინე მაგის და მაგის მომხრეები .....ეტყობა თანამდებობებს შეპირდა.დუგლას კავთელიშვილი .... როდის იყო.ოცნებამ .... რაგბშიც ჩააგდო.
რაგბიც გააბახეს
23 დეკემბერი 2015 13:41
0
ირაკლი მაჩხანელს: როცა იმდენი აზროვნება არ გყოფნის რა ილაპარაკო და რომ შენი ნათქვამით შეურაცხყოფა არ მიაყენო საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს, ასეთი ხვეულების და აზრუვნების ადამიანს რა ხელმძღვანელობაში მოსვლის ამბიცია გაგიჩნდა????
კუნთების ქონა ტვინის ქონასაც არ ნიშნავს.
ქომაგი
23 დეკემბერი 2015 13:12
0
..ქომაგო.. მინდა გიპასუხო, სანამ ირაკლი მაჩხანელს და მის ინტელექტს ახსენებ ჯობს იქამდე საკუთარ თავს მიხედო რადგან სწორედ შენისთანა ინტრიგანმა ჟურნალისტმა გააკეთა არასწორი ინტერპრეტაცია ირაკლის სიტყვების. აბსოლუტურად სწორად თქვა რაც თქვა!...
ბეა
03 მარტი 2019 00:52
0
დავამთავროთ საუბარი უბრალო ინტერვიუზეც ვერ გაეცით პასუხი ნორმალურად დადალაგებულად. ყველასდიდ პატივს გცემთ, როგორც მოთამაშებს და მწვრთნელებსაც მაგრამ თუ სიმართლე გინდათ არც აბუ იყო ტოპ კლასის 9 ნომერი და არც პალიკო არის ტოპ კლასის მწვრთნელი. ჯერ წავიდეს გაიაროს მენეჯერის კურსები ისწავლოს 4 წელი წინ ექნება ჩამოყალიბდება იმუშავებს დაინახავს პრობლემას სწორი კუთხიდან და სწორი გადაწყვეტილების მიღებას ისწავლის კონტაქტებს გაიჩენს საზღვარგარეთ ეს მთავრობის კაცია სახელიც მოშორდება და მერე იყაროს კენჭი თორე ნიჟარაძეზე ჯვარი კი არ გვაქ დაწერილი უბრალოდ ვხედავთ, რა საქმეც გააკეთადა წინ აგვიყვანა და კიდე აქვს კაცს წინსვლის გეგმები და ალბათ სწორი ხედვებიც. აქამდე რაც დასახა მიზანი მიაღწია ვაცადოთ 4 წელიც და მერე თვითონაც აღარ რჩება.
კიდე ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ყველას უდიდეს პატივს ვცემ და ვერცერთზე ცუდს ვერ ვიფიქრებ არ ვამბობ, რომ რომელიმე ცუდი ტიპია და თანამდებობა უნდა და ფულის შოვნათქო, ჩემი აზრით ეგ ხალხი ეგრე ხედავს და ფიქრობს.
me
23 დეკემბერი 2015 13:11
0
კი ეს კარგად ვიცი რომ მწვრთნელი ირჩევს ნაკრების კანდიდადს, ხოდა ის ვიკითხე ნეტა დიმას რამეს ხო არ პირდებიანთქო აბუს არჩევის შემთხვევაში?
aaa
23 დეკემბერი 2015 12:52
0
არ გამოვრიცხავ, რომ ჩარევა გარედნაც ხდებოდა, მაგრამ საქართველოში ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება. ამ ხალხისთვის რაგბი უფრო ბიზნესია, ვიდრე სპორტი.
gogig
23 დეკემბერი 2015 12:46
0
თუ საქმეს კარგად უძღვება ეს გუნდი, რა საჭიროა სხვებით ჩანაცვლება? იმიტომ რომ ვიღაცას უნდა? ასეთი მიდგომა არასწორია !!!
Vakho
23 დეკემბერი 2015 12:34
0

დ ა რ წ მ უ ნ ე ბ უ ლ ი ვართ,

მაგარი და ღირსეული მორაგბეები არიან აბუსერიძე და ცაბაძე,
მაგრამ...ამათ ხელში
რაგბი რ ე გ რ ე ს ს დაიწყებს !

აქ ა შ კ ა რ ა ა დღესაც მხოლოდ ა მ ბ ი ც ი ე ბ ი და მ ე ტ ი არაფერი!!!

ერთია დიდი სპორტსმენობა,და მეორე ძლიერი მენეჯერობა...
თუ ესენი მოვიდნენ მ ხ ო ლ ო დ არაკომპეტენტურობის შედეგად მაქსიმუმ 2 წელიწადში ქართული რაგბი რ ე გ რ ე ს ს დაიწყებს,ასე ა დ ვ ი ლ ი და მარტივი არაა ფედერაციის პრეზიდენტობა,ამათ,რომ გ ო ნ ი ა თ.

ბოლო-ბოლო ურუსეთს სჭირდება არაკომპეტენტურუი ხალხი,მათ ხომ ჭირდება საქართველოს ნაკრების დამარცხება და ...

ასე დაიწყო თითქმის ყველა სპორტში 2012 წლიდან,

ჯერ ინერრციით წარმატებები და მერე რ ე გ რ ე ს ი !
ბოლო-ბოლო რ ა ს ერჩით გ.ნიჟარაძეს ?!

შ ე დ ე გ ე ბ ი და ძალზე წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი არ დადო,თუ რა ?!
და რ ა ტ ო მ ?!

თუ ამბიციები,აქედან გამომდინარე გამოუცდელობა და აქედან ა რ ა კომპეტენტურობა არა ?!

მ ე რ წ მ უ ნ ე თ რაგბის მსოფლიო ფედერაციაში ამ ხ ა ლ ხ ს - ს ე რ ი ო ზ უ ლ ა დ არავინ ჩათვლის და ყ უ რ ა დ რ ე ბ ა სერიოზულად შემცირდება...

ნ დ ო ბ ი ს მოპოვებისათვის საკმაო დრო დაჭირდებათ,თუ საერთოდ ე ს ე ნ ი გააჩენენ ამ ნ დ ო ბ ა ს !

ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი და უ ა ზ რ ო ამბიციები ,რომელიც ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ი ს უნარს აკარგვინებს მ ო ი შ ო რ ე და კ ა რ გ ა დ დაიმახსოვრეთ ეს პ ო ს ტ ი!!!
glaxuna
23 დეკემბერი 2015 12:34
0
აქაც აამღვრიეს წყალი უგვაგო ადამიანებმა. რა მნიშვნელობა აქვს მტყუან მართალის ძენბას. ფაქტია, რომ წყალი ამღვრეულია. პატარა სიხარულის შეგრძნებასაც გიკარგავენ და ისევ გაბოროტებენ. ამათ თამასზე წამსვლელი აღარ ვარ. ..........
cago
23 დეკემბერი 2015 12:23
0
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. არც ნიჟარაძეს ვიცნობ და არც აბუსერიძეს, აბუსერიძე შეიძლება ძალიან კარგი მორაგბე იყო, მაგრამ ბევრად მაგარი ძიუდოისტიიყო ზვიადაური და რააააა??? გახდა მაგარი და წარმატებული პარლამენტარი?? ნიჟარაძეს დროს მიაღწია რაგბმა წარმატებას და თითქოს კანონზომიერებად იქცა და მივეჩვიეთ რომ რაგბში საქმე წინ მიდის თითქოს ეს ესეც უნდა იყოს არა და შეადარეთ სხვა სპორტის სახეობებს მიდის სადმე საქმე წინ? ეს ხალხი მაჩხანელი ზირაქაშვილი ზედგენიძე საამაყო ხალხია შორიდან რაც ვიცი როგორც გულშემატკივარმა, ჩვეულებრივი ქართული ამბავია მეგობარს უჭერენ მხარს და თავის საქმეა, მაგრამ ხალხო ეხლა არ მორჩა კაცი კარიერას? ეხლა ხანს რაგბისტი იყო მთელი დღე ფიზიკურად ვარჯიშობდა და როდის ისწავლა მართვა ფინანსები როდის დააგროვა საკმარისი გამოცდილება ფედერაციის პრეზიდენტობა მარტო მოედანი და ბურთი ხომ არ არის? მოიცადეთ ცოტა ხანი დააგროვეთ გამოცდილება ისწავლეთ ბევრი რამ რაც ყველას სასწავლი გვაქვს გადით საჭირო კონტაქტებზე აქ და საზღვარგარეთ და ეგ ნიჟარაძე მანდ ხომ არ იქნება 80 წლამდე გადაიბარეთ მერე მართვა და თქვენ იცით ხელი მოგემართოთ. გაითვალისწინეთ რაგბისტებო თუ ვინმე კითხულობთ კომენტარებს ჩვენ ხალხი თქვენ კი არ გბალეშიკობთ საქართველოს და ჩვენი გენის ზეიმს და გამარჯვებას ვგულშემატკივრობთ ბოლო 25 წელიწადში სამი ომი რომ წააგო იმ ქვეყნის შვილებს გამარჯვება გვიხარია და ამიტომ გვეამაყებით, თორე თუ თანამდებობებზე დაჭამთ ერთმანეთს რა განსხვავებაა თქვენსა და ფეხბურთელებს შორის? რომლებზეც ხალხში ბევრს კარგს არაფერს ამბობენ. ნუ გაგვიცრუებთ იმედს, ნუ დაგვაკარგინებთ წარმოდგენას, უამრავ ბავშვს რომელიც რაგბისტობაზე ოცნებობს და ბევრ მამას რომელსაც რაგბზე შვილის მოყვანა უნდა ნუ აფიქრებინებთ რომ რიგითი მაიმუნობაა რაგბიც ისევე როგორც ბევრი რამ და ვინ აცალეთ კაცს რომელსაც კიდევ ვიმეორებ არც კი მინახავს ცოცხლად მაგრამ რომ ვუსმენს და საქმეებს ვხედავ ჩანს ყველაზე წარმატებულია, აცალეთ თორემ მერე ვტქვათ შემდეგ არჩევნებზე ხელი მოგემართოთ ყველა უნდა შეიცვლოს როცა იქნება სწორი დრო
მერაბი
23 დეკემბერი 2015 12:18
0
აუუუუ, ზუსტად ეგ დაღუპავს რაგბს მწვრთნელების საქმეში რომ ჩაერევიან და გააკონტროლებენ ვინ წაიყვანონ ნაკრებში. არ შეიძლება ქართველი იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თორემ ხუხულასავით დაიშლება ყველაფერი. არ გააკაროთ ქართველი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას!
გეგი
23 დეკემბერი 2015 12:15
1

სიახლეები პოპულარული