[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?

AutoSharing Option
ფოტოზე: ილია ზედგინიძე ქართული რაგბის ვეტერანებთან
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სპორტის საზოგადოების" ინიციატივით მოეწყო ვეტერანი მორაგბეების, მწვრთნელებისა და მოქმედი მოთამაშეების შეხვედრა. სასაუბრო ბოლო დროს ქართული რაგბის თემში განვითარებული მოვლენები იყო.

შესავალი სიტყვით შეკრებილ საზოგადოებას "საქართველოს სპორტის საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მსხვილიძემ მიმართა:

"ბოლო დროს ქართულ რაგბიში გამოწვეულმა აჟიოტაჟმა ჩვენი ინტერესი გააღვივა. გადავწყვიტეთ ამ ღონისძიების ორგანიზება, რათა საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს გაეცეს პასუხი. გთხოვთ, გავმართოთ დისკუსია ქართული რაგბის დღევანდელ მდგომარეობაზე, განვითარების პერსპექტივებზე".

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის
ასისტენტი:

"ვეცდები, საზოგადოებას ნაწილობრივ მაინც განვუმარტო არსებული ვითარება. ჩემი ერთადერთი მიზანი რაგბის განვითარებაა.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება რაგბის კავშირის პრეზიდენტი. ირაკლი აბუსერიძეს მხარი მარტო იმიტომ კი არ დავუჭირე, რომ ჩემი მეგობარია, არამედ იმიტომაც, რომ მას ტალახი მიასხეს.

ვინაიდან საკრებულოს წევრია, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში იძახდნენ, გარედან არის ჩარევაო. მერე თავისსავე ტყუილში აიბლანდა და გარეთ ნუ ეძებთ, შიგნით ეძებეთ ეშმაკებიო. ერთი სიტყვით, მიმაჩნია, რომ ვინც წყალი ასე აამღვრია, იმან პასუხი უნდა აგოს.

ახლა რაც შეეხება "ძაღლებსა და კატებს". დილის ცხრის ნახევარზე მომიგზავნეს ჟურნალისტი, რომელიც მეკითხება, მართლა უღალატე ნიჟარაძესო? აი, სწორედ მაშინ ვუთხარი, შენნაირი "ძაღლებისა და კატების" აგორებულია ეს ამბავი-მეთქი. იმანაც, ადგა და დაწერა".
(რედ: სავარაუდოდ, მაჩხანელი Sportall.ge-სთან გაკეთებულ ამ კომენტარს გულისხმობს: ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ)

ილია ზედგინიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი:

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანისთვის ქართული რაგბის წინსვლა არის პრიორიტეტი. ვინ იქნება რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მინდა მოკლე ექსკურსი გავაკეთო ისტორიაში.

საქართველოში რაგბი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ძალიან რთულ პირობებში ვითარდებოდა. 90-იანი წლებიდან კი, როცა რაგბი პროფესიული სპორტი გახდა, დაიწყო რეალური წინსვლა. ეს განპირობებული იყო ეროვნული ნაკრების წარმატებითა და ნაკრების თითოეული წევრის თავდადებული გარჯით.

ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო ბოლო რვა წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესში გიორგი ნიჟარაძის ღვაწლი. დარწმუნებული ვარ, ყველა დამეთანხმება, რომ მას ბევრი კარგი აქვს გაკეთებული.

დღეს რაც ხდება, რაგბისთვის არის საზიანო. ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ყველა უნდა შევიკრიბოთ: მორაგბე, მწვრთნელი, ქომაგები, კეთილისმსურველები და დავძლიოთ ეს რთული მდგომარეობა. უნდა ვიყოთ უფრო ტოლერანტულები, თუნდაც მტრის მიმართ.

უკვე აღვნიშნე გიორგი ნიჟარაძის შესახებ, მაგრამ არანაკლები დამსახურება აქვს ირაკლი აბუსერიძეს. ის 13 წლის განმავლობაში თავდადებულად შრომობდა, არ ზოგავდა არაფერს, რათა ქართული რაგბისთვის სარგებლობა მოეტანა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი იყო, საერთაშორისო მიმართულება ებარა. ბევრს შრომობდა, რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებს წარმატებით ეთამაშა და საქართველო წარმოჩენილიყო.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვიყოთ ტოლერანტულები, რაც რაგბის წინ წაწევას, განვითარებას ხელს შეუწყობს. ამ ორივე ადამიანს აქვს რესურსი, იყვნენ ქართული რაგბის სამსახურში. მათ მორალური წინააღმდეგობა არ უნდა შეექმნათ, რათა თავიანთი ცოდნა მოახმარონ რაგბის განვითარებას.

სამწუხაროდ, ერთმანეთთან კომუნიკაცია არ არის კარგი. ის უნდა აღვადგინოთ. ჩვენს ოჯახში, შიგნით უნდა მოვაგვაროთ ყველა პრობლემა".

დიმიტრი ბასილაია, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი:

"მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს. საქართველოში რაგბი იმ დონეზე განვითარდა, რომ ახალ სისხლს მოითხოვს. ირაკლის დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი, როგორია მოედანზე და მის მიღმა. მას რაგბის გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია. რატომ არ უნდა იყოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი?"

Sportall.Ge
ფოტოზე: დიმიტრი ბასილაია, ილია ზედგინიძე და ირაკლი მაჩხანელი

საფრანგეთიდან სკაიპით ჩაერთო დისკუსიაში საქართველოს ნაკრების ყოფილი შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი, რომელმაც ახლახან ოპერაცია გაიკეთა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენთან საუბარი ქართული რაგბის პრობლემებზე მიწევს, მაგრამ ხდება ხოლმე ასე, რაგბის ოჯახში ყოველთვის იყო პატარა პრობლემები და ხარვეზები, მაგრამ ეს ოჯახი ასე საჯაროდ არასდროს გაყოფილა. ამ ყველაფერს პატარა გაურკვევლობას დავარქმევდი, რომელიც აუცილებლად მოგვარდება.

რაც შეეხება რაგბის განვითარებას. ამ სპორტის განვითარება დაიწყო არა რვა წლის წინათ, არამედ იმ დღიდან, რაც საშუალება მოგვეცა, ჩვენი ეროვნული ნაკრები გვყოლოდა. ბოლო 8 წლის მანძილზე წინ დიდი ნაბიჯები გადაიდგა და იმასაც ვიტყვი, რომ რაგბი 2004-დან 2007 წლამდეც სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა.

დღეს მივედით რაღაც დონემდე და ვფიქრობ, სხვა, ახალი ენერგია და სხვა პროფესიონალიზმია საჭირო ქართული რაგბის განვითარებისთვის. ამ ყველაფერს უნდა სხვანაირი მიდგომა და სწორედ ისეთი ხალხის მუშაობაა საჭირო, ვისაც რაგბი ესმის და ვინც ის პროფესიულ დონეზე ითამაშა.

მჯერა, რომ ირაკლი აბუსერიძე ამის გამკეთებელია, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რა არის პროფესიული რაგბი და ესმის, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე, საგარეო ურთიერთობებში. ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, თუ გვინდა, რომ საქართველოს ნაკრები ვიხილოთ ექვს ერში. ქართულ რაგბის დღეს სხვა ენერგია სჭირდება და ეს ენერგია ირაკლი აბუსერიძემ აუცილებლად უნდა მიუძღვნას ჩვენი რაგბის განვითარებას".

დუგლას კავთელაშვილი, ქუთაისის "აიას" ყოფილი მწვრთნელი:

"გიორგი ნიჟარაძე ჩამოსული იყო ქუთაისში. შემხვდა. ვუთხარი, ის ვიცე-პრეზიდენტი მოიშორე, რაგბიში ფულის კეთების მეტი რომ არაფერი უკეთებია და როგორც ლამაზად მოდი, ისე ლამაზად წადი-მეთქი".

ლევან მგელაძე, რუსთავის "ხარების" მთავარი მწვრთნელი:

"შიგნიდან მოხდა ინსპირირება თუ გარედან, ამას, რაც ახლა ხდება, დაპირისპირება აღარ ჰქვია. ამაზე დიდი დაპირისპირება ბიძინა გეგიძის დროს იყო, მაგრამ ის არ გამოსულა და მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია. არადა, მან 2003 წელს პირველად გაიყვანა საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე.

ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურას მივესალმები. დიდი გამოცდილება აქვს. რომ ამბობთ, ერთად უნდა ვიმუშაოთო, იმ კაცს თქვენთან მუშაობა არ უნდა და როგორ უნდა იმუშაოთ. ვიღაცას მხარს რომ ვუჭერ, ტალახი რატომ უნდა მესროლო. ეს დემოკრატიული ქვეყანაა და პროცესიც ასეთივე უნდა იყოს.

ფილარმონიასთან შეკრიბეს ხალხი, რომელთაგან ნახევარზე მეტს ტელევიზორშიც არ ექნება ნანახი რაგბი.
ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ, ვინც ახლა გვერდში დაგიდექით".

პალიკო ჯიმშელაძე, გორის "ჯიქის" მთავარი მწვრთნელი:

"ცხადია, ბოლო დროის ქართული რაგბის პროგრესში გიორგი ნიჟარაძის ღვაწლი დიდია, მაგრამ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, თითქოს ვიღაცა სამშობლოს მოღალატეა. არადა, ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც ხალხს რაგბი შეაყვარა.

ჩვეულებრივი ამბავია, რომ ვიღაცას ოდესმე ვიღაც შეცვლის. ჩვენზე მეტად ვინ იცის სწავლისა და თავდადების ფასი. 23-24 წლის ბიჭები საფრანგეთში წავედით. ფრანგებს საერთოდ არ ვაინტერესებდით. შრომაში გავლიეთ წლები.

როცა ნაკრების თამაშები იყო, ირაკლი მუდმივად ახალი ინფორმაციებით დატვირთული მოდიოდა. სულ ეძებდა, ახალ-ახალ ინიციატივებს გვთავაზობდა.

რაგბი დღესდღეობით პრესტიჟული გახდა. ამიტომ სხვა მიმართულებით წავიდა და ბევრი ისეთი ადამიანი გაჩნდა, რომელმაც არ იცის რაგბის ფასი. სირცხვილია, რომ აქამდე მივედით".

ირაკლი აბუსერიძეს და მისი გუნდის წევრებს მათი ხედვის გაზიარება, პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე საუბარი ვთხოვეთ.

ილია ზედგინიძე: "არ გვინდა, ეს შეკრება წინასაარჩევნო კამპანიას დაემსგავსოს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და პროგრამაზე მერე ვილაპარაკოთ".

მოგვიანებით, sportall.ge-სთან საუბრისას ირაკლი აბუსერიძემ თქვა:

"ქართულ რაგბის თუ დასჭირდება ჩემი დახმარება და ჩემი გამოცდილების გაზიარება, ისედაც გავუზიარებ. რა პოზიცია მექნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ.

დღესაც რაგბიში ვარ, ერთი წამითაც კი არ მოვშორებივარ. გულშემატკივრის და რაგბის ოჯახის გადასაწყვეტია ჩემი მომავალი. მე შეიძლება ერთი მინდოდეს, მაგრამ რეალურად მეორე იყოს საჭირო.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, რადგან გამგეობაც კი არ შევკრებილვართ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 48 /
მე მაინტერესებს - კანდიდატურის დაყენების უფლებაც არა აქვს აბუსერიძეს?
ვინც ასე ფიქრობთ, მე მგონი მაგრად გაჟრიალებთ. არა მგონია თქვენ რაგბის სამყაროდან იყოთ. წადით და თქვენი საქმე ნახეთ. მორაგბეები თვითონ გადაწყვეტენ თავიანთ საქმეს. ადმინს კიდევ - თუ აქვეყნებ გამოაქვეყნე, თუ არა და ესეც გამოაცხადე და დავანებებ მეც თავს.
გიორგი 1958
23 დეკემბერი 2015 16:26
0
რატომ ემსგავსება ჩვენთან ყველა არჩევნები ერთმანეთს? ჩემი აზრით ბატონ ირაკლი აბუსერიძეს უნდა წარმოედგინა საზოგადოებისთვის პროგრამა და უნდა ეცადა ამ საზოგადოების დარწმუნება პროგრამის სიკარგეში. რაც შეეხება ბატონ ნიჟარაძეს ყველას ალბათ შეგვიძლია გასული რვა წლის შეფასება. ამის ნაცვლად გვესმის ტრადიციული შეთქმულებები და "კომპრომატები". ეს კულტურის და ზნეობის ნაკლებობაზე მიუთითებს. პარალელის გავლება ალბათ უფროს ნოდარ ახალკაცთანაც შეიძლება...
არავითარი ბზარი და დაპირისპირება არ იქნება თუ მხარეები პროგრამების და შეხვედრების მეშვეობით გაგვაცნობენ საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს. დანარჩენზე კი საზოგადოებამ იმსჯელოს.
სხვათა შორის კალათბურთის ფედერაციაში არსებულმა დაპირისპირებამ 2-3 წლის წინ შეიძლება ის მოიტანა, რომ ნაკრებმა ოლიმპიადაზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მოახერხა...
თენგო
24 დეკემბერი 2015 19:19
0
ragbis didi xnis (uxsovari droidan) gulSematkivar-ო კარგად მოუყევი სხვებსაც რა და როგორ მოხადა წინა არჩევნებზე და ნეტა რა იყო მაშინ დასამალი,რატომ იყო წასვლის ღირსი.ესე რომ არაფერს ამბობთ იმიტომაც გაგულავდა დღევანდელი გამგეობა

ragbis didi xnis (uxsovari droidan) gulSematkivar-ს
24 დეკემბერი 2015 16:52
0
იცი რა მაინტერესებს აქ ვინც რაგაცეებს წერთ რომლები ხართ რაგბის გაგებაში საერთოდ.რო წერ ვიგაცა ხარ აბუ 9 ნომრადაც არ ვარგოდაო შენ საერთოდ რაგბის გაგებაში ხაარ?ან პრესკომფერენციაზე განა პროგრამის წარსადგენად იყვნენ მისულები.იქ იმდენი ... იჯდა რო იმათ რაგბი ფულის საკეთებელი სტანოკი გონიათ.თუ მაინდამაინც ენა უნდა გადმოაგდოს ნიჟარაძესავით მარტო და იძახოს ეს წარმატება ჩემი დამსახურებააო.ან საიდან მოდა ნიჟარაძე ვინმე დაინტერესებულხართ?მარა მაშინ მიშას დრო იკო და არავინ კითხულობდა.რაგბის ბურთი მგონი პრეზიდენტობის დროს დაიჭირა ხელში პირველად.ის პრესკომფერენცია კიდე რატომაც იყო გამგებმა გაიგო.ის ბირთვი რომელსაც ამ წარმატებაში ლომის წილი შეუტანია მანდ იყო და თავის ნდობას აბუს უცხადებდა.მოედნის გარედან ლაპარაკი ადვილია შიდა ოჯახში რაც ხდება იქ უნდა დაინახოთ.ხოდა შიდა ოჯახს აბუსერიძე უნდა და გახდება კიდეც და ...
shota
24 დეკემბერი 2015 15:44
0
ნიჟარაძეც იყო მინისტრის მოადგილე თავის დროზე
ბაჩო
24 დეკემბერი 2015 14:10
0
მაშინ ისიც ახსენით დზალით დაყავხართ ხმის ჩახლეჩამდე საყვირლათ სტადიონზე? ამ ხალხს რომ აყვედრით
გეგე
24 დეკემბერი 2015 14:07
0
მე აბუსერიძეს არვიცნობ საერთოდ მე ლეონსიოსთან მქონია შეხება რამოდენიმეჯერ და ნამდვილად ვიცი რომ ლეონსიო ძმაკაცობის გულიზე არ დაუჩერს მხარს არავის მერწმუნეთ
გეგე
24 დეკემბერი 2015 13:56
0
იქნებ კარგად მოუყვე სხვებსაც რა და როგორ მოხადა წინა არჩევნებზე და რაიყო მაშინ დასამალი
ragbis didi xnis (uxsovari droidan) gulSematkivari
24 დეკემბერი 2015 13:55
0
თუ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებდა აბუსერიძე,მაშინ საკრებულოში რა უნდოდა?ხომ არ ჯობდა,ჯერ პროფესიულად შეესწავლა მენეჯერობა და მერე პრეტენზია,ამბიცია?თუნდაც ვინმე შეაფასებს საკრებულოში მუშაობას?თუ ქვეყანა იქით მიგვყავს,რომ ყველა წარმატებული სპორტსმენი,შედგომში მინიმუმ ქვეყნის ერთ–ერთი მინისტრი?თუ აღარ ვისურვოთ სპორტსმენების წარმატებები,რომ შემდგომში ქვეყნის მართვის პრეტენზია არ ქონდეთ?იქნებ საერთოდ გავაუქმოთ საქართველოში სკოლები,უნივერსიტეტები?სწავლა–განათლება აღარ არის საჭირო?
ზაზა
24 დეკემბერი 2015 13:05
0
ახალი სისხლი ნიშნავს ჯანმრთელ სისხლს და არა ნებისმიერ სისხლს. აბუს გაკეთებული საქმწე მაჩვენეთ. 9 ნომერზეც არ ვარგოდა. პროსტო სხვა არ გვყავდა.
პრეზიდენტად უნდა აირჩეს კარგი მენეჯერი და არა კარგი რაგბისტი. თუ გინდათ წინსვლა, ეგრეა და თუ გინდათ მარტო ბურთის უკან გადაკიდება, მაშინ აგერ არი აბუ და მიაწექით. ზოგიერთებს გულშემატკივარიც არ გინდათ, აბა ეს ნორმალურია??
ara
24 დეკემბერი 2015 12:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული