კომისია მუშაობას 2015 წლის მსოფლიო თასთან დაკავშირებული სადისციპლინო საკითხების განხილვით დაიწყებს (მ.შ. ტურნირის სადისციპლინო დებულების ეფექტური და არაეფექტური მხარეების გამოვლენა, მისაღები ზომების განხილვა და ა.შ.). სავარაუდოდ, მომავალში ამ კომისიას სხვა საკითხების განხილვაც დაევალება.
1-ელ თებერვალს ჯგუფი გამართავს სატელეფონო კონფერენციას, ხოლო პირველ სხდომას 3 მარტს დუბლინში ჩაატარებს.
კომისიის შემადენლობა:
თავმჯდომარე: ბობ ლათემი (მსოფლიო რაგბის დებულებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტისა და საბჭოს
კომისიის წევრები:
ჯონ ჯეფრი - მსოფლიო რაგბის სარაგბო კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრი, სარაგბო სამყაროში "თეთრ ზვიგენად" ცნობილი, წარსულში ლეგენდარული მორაგბე, შოტლანდიის ნაკრების ყოფილი წევრი;
პიერ კამუ - საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი;
აგუსტინ პიშოტი - მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის და საბჭოს წევრი, არგენტინული და მსოფლიო რაგბის ლეგენდა, პუმების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიო რაგბის დიდების დარბაზის წევრი;
გიორგი ნიჟარაძე - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი;
ქონრად სმითი - ლეგენდარული "ოლ ბლექი", 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასების გამარჯვებული;
მაიქ რაფტერი - კლუბ "ბრისთოლის", ინგლისის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი ფლანკერი;
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით