რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ სვანიძეს გამარჯვება მიულოცა და არჩევნები შეაფასა:
"არჩევნები დაძაბულად ჩატარდა, როგორც ნებისმიერი სხვა ყრილობა. ვულოცავ გოჩას გამარჯვებას და ვულოცავ ილიას, რომელიც ნამდვილად არ არის დასაკარგი ადამიანი ქართული რაგბისთვის. მათი საქციელი იყო სამაგალითო, რისთვისაც ორივეს
დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს თითოეული დღისთვის, რომელიც ერთად გამოვიარეთ.
რაგბი საქართველოში ჩემით არ დაწყებულა და ჩემით არ მთავრდება, არც ილოთი და გოჩათი დაიწყება და დამთავრდება. რაგბის წარმატება ჩვენ ერთიანობაზეა დამოკიდებული.
გოჩას და მისი გუნდის გადასაწყვეტია, ვიქნები თუ არა საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართული. რაგბის კავშირში ჩემი მოღვაწეობა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ახალ პრეზიდენტს კი ვურჩევდი, რომ თავდაუზოგავად, დღე და ღამე იშრომოს.
ძალიან ბევრი პრობლემაა გამოსასწორებელი და ახალი გუნდის გადასაწყვეტია, ეს რა ფორმით გაკეთდება.
იმის თქმა კი ახლავე შემიძლია, რომ არასდროს ვიმუშავებ არც ერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში, ეს ჩემი პრინციპული მიდგომაა. თუ იქნება გადაწყვეტილება და ისეთ სტატუსს მოიფიქრებენ, რომელიც მომცემს საშუალებას, წარვდგე საერთაშორისო ფედერაციებში, მაშინ იქ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მივიყვან, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"