ირაკლი აბუსერიძე: ეს სიბინძურე ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ

AutoSharing Option
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და სრკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში საუბარია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ირაკლი აბუსერიძეს ვესაუბრეთ.

"ის, რაც მოხდა, არის სიბინძურე და ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ ამ ყველაფრის გამკეთებელი.

აუდიტი ჯანსაღი სამუშაო პროცესია - მმართველობა რომ იცვლება, წინა წლებში გაწეული საქმიანობის შემოწმება უნდა განხორციელდეს. ის ყველგან ხდება და
ამაში გასაკვირი არაფერია.

ვის ინტერესებში შედიოდა ამ ჩანაწერის გამოქვეყნება, ეს გიორგი ნიჟარაძეს ჰკითხეთ.

მან ტელეეთერში განაცხადა, "ყოჩაღ ბიჭებსო"... ჰოდა, მოვუწოდებ, გამოვიდეს და დაასახელოს იმ "ბიჭების" სახელები და გვარები, ვინც იგულისხმა. ძალიან მაინტერესებს...

ჩვენ რომ რაიმე მასალა გვქონოდა, მას წინასაარჩევნოდ გამოვიყენებდით. ეს ყველაფერი აბსურდია და ასეთ ბინძურ თამაშს ყოველთვის ვემიჯნებოდი და დღესაც ვემიჯნები", - გვითხრა აბუსერიძემ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვინც ჩანაწერი გააკეთა, ისიც ხომ ყოფილი რაგბისტია, არა? ე.ი. მთლად კარგად იქაც არაა საქმე
_+)
27 იანვარი 2016 13:07
0
რატომ ჰქონდა აბუს ამბიციები ვერ გავიგე, დახარბდი ბიჭო? ისე დიდი ვერაფერი 9 ნომერი იყავი, ერთ ერთი სუსტი წერტილი ჩვენი ნაკრებისა შენ იყავი, ეს ისე, ინფორმაციისთვის. ლობჟანიძე უკვე ათი თავით უკეთესია, და ბოლოს კაი კაციც არ ყოფილხარ ძმაო.
ბბ
27 იანვარი 2016 10:28
0
აბუ არც ისეთი კაი ბიჭი ყოფილა, როგორც ბევრი ჩვენთაგანი ფიქრობდა. ერთ-ერთი სახეობა სპორტისა, სადაც მეტ-ნაკლებად დალაგებული სიტუაცია იყო და ესეც არიეს. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ვინ არია? ორივე მხარეს ხომ ქართველებია! მაინც ფულის ავადმყოფობამ დაგძლიათ. ამიტომ, ოხ ღრუზინი, ......... ბოლომდე. რა მოდგმისა ხართ!!!!
gogi
27 იანვარი 2016 09:38
0
ზრდილობა ლაპარაკის ტონზე გეტყობა აბუსერიძევ...არ უნდა იკადროთ რაგბისტებმა უკადრებელი...გთხოვთ გაუფრთხილდით თქვენს იმიჯს დამსახურებულად რომ გაქვთ მოპოვებული წლების მანძილზე, ამბიციებს ნუ გადააყოლებთ.
murtalo
27 იანვარი 2016 02:09
0
საბედნიეროდ, ნიჟარაძეც და აბუსერიძეც გონიერი კაცები ბრძანდებიან. დარწმუნებული ვარ, დილეტანტ-პოპულისტი ელისაშვილისაგან განსხვავებით, იაფ ფასიან პროვოკაციას არ წამოეგებიან. ამ ჩანაწერის გამოქვეყნება კი, იმ უსინდისოს სინდისზე იყოს, ვინც რაგბის მტრობა განიზრახა. ჩაუვარდა "კოვზი ნაცარში"...
tngh
26 იანვარი 2016 19:37
0
ნეტა მართლა რა გაგიკეტებია რაგბისთვის ....
abus
26 იანვარი 2016 19:12
0
წინასაარჩევნოდ მაგრამ მაინც გამოაქვეყნებდი ხო?)))) ....
ქინძებისმსრესი
26 იანვარი 2016 18:59
0
ეჰ აბუ არადა რაკაიტიპი იყავი რაგბს რომ თამაშობდი ))
gurami
26 იანვარი 2016 18:43
0
ვინ იგულისხმა და თქვენ გიგულისხმათ, თქვენ!
ბმბ
26 იანვარი 2016 18:38
0
ვინ იგულისხმა და თქვენ გიგულისხმათ, თქვენ!
ბმბ
26 იანვარი 2016 18:31
0

სიახლეები პოპულარული