"აკადემიას", რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება მე-7 ადგილზე დაასრულა, რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო აკლდა.
ნაწილი კი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზეა გამოძახებული. აკადემიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ გადაწყვიტა, სათადარიგო გუნდის 10 მორაგბისთვის შანსი მიეცა და ისინი ბევრად ძლიერ მეტოქესთან საქმეში ენახა.
რადგან შეცვლები შეუზღუდავი იყო, რუსებმა თბილისში მყოფი პრაქტიკულად ყველა მორაგბე ჩართეს საქმეში. რამდენიმეს "კრასნი იარში" დებიუტი ჰქონდა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების მგეზავ
"აკადემიამ" საგრძნობი წინააღმდეგობა მეტოქეს პირველ ტაიმში გაუწია. სტუმრებმა მხოლოდ ერთი ლელოს გატანა შეძლეს. შესვენების შემდეგ კრასნოიარსკელებმა კიდევ სამი ლელო მიითვალეს, რაზეც "აკადემიამ" მხოლოდ ერთით უპასუხა.
"აღსანიშნავია, რომ ფიზმომზადებაში, შესაბამისად, სისწრაფესა და გამძლეობაში სტუმრები გვჯობდნენ და დაცვაში გვიწევდა თამაში. თუმცა, არც ჩვენი ბიჭები იყვნენ მდევრის როლში და რაკებში, თერნოვერებში, შეიძლება ითქვას, რომ ვაჯობეთ მეტოქეს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მეტოქემ სისწრაფითა და მომზადების დონის წყალობით მოგვიგო", - თქვა ლევან ობოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ "კრასნი იარის" თბილისური შეკრება 26 აპრილამდე გასტანს და კიდევ ორი ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავს. მეტოქეები მოგვიანებით გაირკვევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"