24-25 ივნისს თბილისი რაგბი ევროპის 96-ე გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს

AutoSharing Option
24-25 ივნისს თბილისი რაგბი ევროპის 96-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს 75 დელეგატი 40-მდე ქვეყნიდან ეწვია.

მათ შორის, თბილისში იმყოფება რაგბი ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ოქტავიან მორარიუ, რომელიც რაგბი ევროპისა და მსოფლიო რაგბის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გენერალურ ასამბლეას წარუძღვება.

96-ე გენერალური ასამბლეა 24 ივნისს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 10:30 სთ-ზე დაიწყება და ორი დღე გაგრძელდება. 25 ივნისს კი შეხვედრა 09:00 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის მხრიდან კონგრესის გახსნაზე სიტყვით წარდგება რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე. ასევე,
სიტყვით გამოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

კონგრესზე განსახილველი საკითხების ერთ-ერთი მთავარი თემა ტურნირების განრიგების დაგეგმვა იქნება. დელეგატები ასევე მოისმენენ რაგბი ევროპის წლიურ მოხსენებას. შეკრების ყველაზე მთავარი მოვლენა კი რაგბი ევროპის კომერციული უფლებების ცენტრალიზაციის ხელშეკრულების გაფორმება იქნება.

ასევე, განიხილება რიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების საკითხიც, რომელიც ევროპაში რაგბის განვითარების სტრატეგიულ ნაწილად მიიჩნევა.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული