როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა, ავარიის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.
"დილის მდგომარეობით, სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ცვლილებებისა და გაუარესების გარეშე", - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.
მისივე თქმით, პალატაში რჩება მერაბ კვირიკაშვილი. პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.
21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის
სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.