მორაგბე გიორგი ლომინაძეს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით, 25 ივლისს გიორგი ლომინაძეს, მის მეუღლეს და მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს ჩაუტარდათ ურთულესი, რამდენიმესაათიანი ოპერაცია ყბა-სახეზე მრავლობითი დამსხვრეული მოტეხილობების გამო.

ქირურგიული ჯგუფი ოპერაციების შედეგებს დადებითად აფასებს.

პაციენტები კვლავ რჩებიან მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ არსებობს ინფექციის განვითარების მაღალი რისკი, ზოგადი მდგომარეობის დინამიკა შეიძლება შეფასდეს პოზიტიურად.

რაც შეეხება მერაბ კვირიკაშვილს, მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც მანამდე აღვნიშნეთ, იგი
მრავლობითი დაჟეჟილობით გადაყვანილია პალატაში.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველა ჩვენთაგანმა ჩვენ ცოდვებს მივხედოთ ჯობია. (კი გვგონია თავი უცოდველები მაგრამ მაინც.)
1
26 ივლისი 2016 20:42
0
მერაბ, საინტერესოა ამდენი ადამიანის ცოდვის ტარებას როგორ შეძლებ!
კიდევ ერთხელ დასტურდება რუსული გამონათქვამი (სილა ესტწ უმა ნე ნადო) გაზის აქსელერატორზე ფეხის დაჭერას დიდი ძალა არ უნდა მაგრამ, ჭკუა დიდი უნდა!
kvirikashvils
26 ივლისი 2016 19:05
0
სავარაუდოდ საჭესთან ის იჯდა ვინც ყველაზე მსუბუქად არის
gio
26 ივლისი 2016 17:09
0
კვირიკაშვილი იჯდა საჭესთან
nin
26 ივლისი 2016 16:57
0
უფალმა გადარჩინოს ყველა,....მაგრამ მაინც საინტერესოა რომელი იჯდა საჭესთან, რატო არ წერენ????...ნეტავ ისინიც გადარჩენილიყვნენ...
tt
26 ივლისი 2016 16:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული