პრემიერი: საქართველოში უპრეცედენტო სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება

AutoSharing Option
დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება.

"ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. 65 მილიონ დოლარზე მეტი სლოვაკური და კანადური ინვესტიცია განხორციელდა ამ მიმართულებით", - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ტურნირს არაელიტური სარაგბო ქვეყანა გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა ზემოაღნიშნულ ჩემპიონატს და საქართველოში გასამართ სხვა სპორტულ საერთაშორისო ასპარეზობებს უკავშირდება.

"2017 წელს ჩვენ უნ
და ვუმასპინძლოთ რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს და ასევე, ხელბურთში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. გვაქვს ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება. უმნიშვნელოვანესია, რომ 130 მილიონზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება. ეს ხელს შეუწყობს, რომ მაღალ დონეზე გავუძღვეთ ამ ღონისძიებებს" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძაან მოგინდათ ხმები? თქვენმა მატარებელმა ჩაიარა. ნახევარი ბიუჯეტის ფულები თქვენ პრემიებზე და დანამატებზე იხარჯება. ნაცებისგან რითი განსხვავდებით
dato
28 ივლისი 2016 23:01
0
არავინ არაფლის გამკეთებელი არაა ეხლა ამათმა თუარ გააკეთეს ხოლო არჩევნების მერე ვინმოვა და ვინ წავა ამას ხალხი წყვეტს და არა ერთეულები აღდომადა ხვალეო კარგადაა ნათქვამი სხვები მოვლენ და გააკეთებენო.დდ და არიყვნენ მოსული და გააკეთეს არც არაფელი ასე რო ზღაპრების არავის ჯერა. ეგარი სიმართლე თიორე ნაციხარ თუ ქოციხარ ხალხს სულ ფეხებზე კიდია .ფაქტი ერთია ამათი ოპონენტები ამათზე უარესი აფერისტები და მატყუარები არიან
qutaiseli
28 ივლისი 2016 22:52
0
ქოცებო 8 ოქტომბრის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ ხელისუფლებაში თქვენ უკვე აღარ იქნებით. ამას რასაც გეგმავთ სხვები გააკეთებენ და უფრო კარგათ, მშვიდობით უსაქმურო ქოცმაცუნებო უკან არ მოიხედოთ სათქმელიც არაფერი გაქვთ ასეა ეს.
kaxi
28 ივლისი 2016 22:16
0
აშენდება კიდეც და ეგენიც კაიხანს დარჩებიან ამაშიც დარწმუნებულივარ ხოლო სხვა ამის გამკეთებელს მე ნაღდათ ვერ ვხედავ არუყვარდათ ყოფილ ხელისუფალს სპორტი და სულ ფეხებზე ეკიდათ ასე რო სხვების იმედზე ჩემი მტერი იქნა.
qutaiseli
28 ივლისი 2016 21:42
0
მაგას ოქტომბრის არჩევნებამდე თუ მოასწრებთ თორემ მერე აღარ იქნებით თქვენ,ხალხს აღარ უნდიხართ და თქვენს მაგიერ სხვა იზავს მაგას
ბაჩო გ
28 ივლისი 2016 21:14
0
ქუთაისში და თბილისში ტარდება აღნიშნული ორივე ტურნირი როგორც რაგბის ასევე ხელბურთის ახალგაზრდული ჩემპიონატები, რაც ასევე კარგა ხანია გაცხადებულია. ეს ინფრასტრუქტურა თბილისს იმდენად არა (ისედაც არაა ცოტა) რამდენადაც ქუთაისს ეს მართლაც ჰაერივით სჭირდება . საუბარია ახალ სპორტის სასახლის აშენებაზე (6000 მაყურებელზე) და ასევე რამდენიმე ახალი თანამედროვე ევროპული მოთხოვნების შესაბამისი მოედნების და შესაბამისი დამხმარე ნაგებობეის აშენებაზე. დამეთანხმებით მარტო ქუთაისს ამჟამინდელი სპორტის სასახლის მოცულობა რო ავიღოთ , მისი ტევადობა აშკარად არ ყოფნის განსაკუთრებით საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010 - ის თამაშებზე მისული გულშემატკივრების ოდენობას. ვინც დადის იქ მათ თამაშებზე ეცოდინება უდაოდ , სწორედ ჩვენ მაყურებლებმა შევიტანეთ ქუთაისის გაჩემპიონებაში ახლახან დასრულებულ ჩემპიონატში და კიდევ უფრო დიდ დარბაზში კიდევ უფრო დიდ ჭვლილს შევიტანთ დარწმუნებული ვარ. ეს მშენებლობები კი მისასალმებელია ამ მხრივაც, უბრალოდ ქორქია საკანდელიძის, დარსაძისა, დერიუგინის და ა.შ ამ ხალხის ქალაქი იმსახურებს 1 კარგ თანამედროვე საკალთბურთო დარბაზს სადაც შეიძლება საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებიც ვიხილოთ უნდა. კიდევ ერთხელ მივესალმები ყველაფერს კარგს ამ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი აშენდეს და განსაკუთრებით სპორტული ინფრასტრუქტურის სახით.
Mandela
28 ივლისი 2016 18:07
0
სტადიონები საფეხბურთო არის საჭირო რეგიონებში, 12-14 ათასიანი კოხტად შეფუთული, ბუნებრივი საფარი განათება და ნორმალური ბაზები.. აი მაშინ ეშველება ფეხბურთს. იქნებ მიხედოთ რაა.. ხალხი ფეხბურთით ვიცხოვრებთ რეგიონებში.. მოგვხედეეეთ!!! სამტრედია, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ამ ქალაქებს სჭირდება ფეხბურთი ..
ებიჯო დავიტანჯეთ
28 ივლისი 2016 17:25
0
მოვა დრო, როცა საქართველო დიდ სპორტულ ოლიმპიადასაც უმასპინძლებს!
Nანა
28 ივლისი 2016 16:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული