პრემიერი: საქართველოში უპრეცედენტო სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება

AutoSharing Option
დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება.

"ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. 65 მილიონ დოლარზე მეტი სლოვაკური და კანადური ინვესტიცია განხორციელდა ამ მიმართულებით", - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ტურნირს არაელიტური სარაგბო ქვეყანა გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა ზემოაღნიშნულ ჩემპიონატს და საქართველოში გასამართ სხვა სპორტულ საერთაშორისო ასპარეზობებს უკავშირდება.

"2017 წელს ჩვენ უნ
და ვუმასპინძლოთ რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს და ასევე, ხელბურთში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. გვაქვს ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება. უმნიშვნელოვანესია, რომ 130 მილიონზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება. ეს ხელს შეუწყობს, რომ მაღალ დონეზე გავუძღვეთ ამ ღონისძიებებს" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძაან მოგინდათ ხმები? თქვენმა მატარებელმა ჩაიარა. ნახევარი ბიუჯეტის ფულები თქვენ პრემიებზე და დანამატებზე იხარჯება. ნაცებისგან რითი განსხვავდებით
dato
23:01 28-07-2016
0
არავინ არაფლის გამკეთებელი არაა ეხლა ამათმა თუარ გააკეთეს ხოლო არჩევნების მერე ვინმოვა და ვინ წავა ამას ხალხი წყვეტს და არა ერთეულები აღდომადა ხვალეო კარგადაა ნათქვამი სხვები მოვლენ და გააკეთებენო.დდ და არიყვნენ მოსული და გააკეთეს არც არაფელი ასე რო ზღაპრების არავის ჯერა. ეგარი სიმართლე თიორე ნაციხარ თუ ქოციხარ ხალხს სულ ფეხებზე კიდია .ფაქტი ერთია ამათი ოპონენტები ამათზე უარესი აფერისტები და მატყუარები არიან
qutaiseli
22:52 28-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული