გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ თანხები გამოჰყვეს

AutoSharing Option
მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ თბილისის მერიამ 80 000 ლარი, ჯანდაცვის სამინისტრომ კი 20 000 დოლარი გამოჰყო.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

გიორგი ლომინაძის ძმის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა უკეთესია, თუმცა ორივე მათგანს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე ოპერაცია სჭირდება.

21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, მისი მეუღკე ანანო
ბუაძე კი გარდაიცვალა.

ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული