რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების ფოთელი მორაგბეები: დიმიტრი ბასილაია, ირაკლი მირცხულავა, ანზორ სიჭინავა, ზურაბ ჟვანია

იმ სპორტს რა ვუთხარი, სადაც წინ პასი არ შეიძლებაო! მომგონიც და ამ თამაშისმაგვარი რაღაცის სპორტად მომნათვლელიც - დურუ ხუნჭუასგან განსხვავებით, რბილად რომ ვთქვათ, ჯიგრიანად შეაგინა ფილმ "მდგმურების" ერთ-ერთმა მთავარმა პერსონაჟმა.

გამახსენდა, ერთი ჩემი მეგობარი ამბობს - იმ სპორტს რა ვუთხარი, სადაც 22 კაციდან მარტო ორს აქვს უფლება, რომ ბურთი ხელში აიღოსო. ოღონდ ჩემი მეგობარი, რომელიც რაგბისთან ძალიან დაკავშირებული და ამ ოჯახის შინაური კაცია, ამ ოცდაორკაციანი სპორტის არც
მომგონს და არც ნათლიას არ აგინებს. რაგბი რა შუაშია ან ფეხბურთი, ზრდილობიანი კაცია და თავისიც უყვარს და სხვისასაც პატივს სცემს.

მეც რომ მიკერძოებულობაში არ ჩამომერთვას, ისე შევეცდები, გამოვეხმაურო კვირა ღამეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში ნაჩვენები დოკუმენტური ფილმის შემქმნელებს, რეჟისორს, სცენარისტს, იდეის ავტორს და სხვას... ანუ გამოვეხმაურები, როგორც გამოეხმაურებოდა რაგბის რიგითი გულშემატკივარი, თუმცა არა მარტო რაგბის, მთლიანად ქართული სპორტის და მათ შორის, უპირველესად, ფეხბურთის.

"ფეხბურთი ჯენტლმენური თამაშია, რომელსაც ხულიგნები თამაშობენ. რაგბი ხულიგნური თამაშია, რომელსაც ჯენტლმენები თამაშობენ" - ეს გამოთქმა თითქმის ყველა რაგბის ქომაგმა იცის. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ რაგბის სამშობლოში, ინგლისში რაგბის Rugby Football-ს (ანუ ფეხბურთს ქალაქ რაგბიდან) უწოდებენ.

უფრო ცოტას ეცოდინება ის ფაქტი, რომ სახელოვანი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე საქართველოს რაგბის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი იყო. მეტიც, ქალაქ ფოთში ბორის პაიჭაძე და მთელი მისი საძმო რამდენიმე წელი რაგბისაც თამაშობდნენ და ამავე ქალაქში სარაგბო გუნდიც ჰყავდათ. და არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი, რომელთა გამოც მართლა უცნაურია ის გაღიზიანება, რომელიც ფილმ "მდგმურებში" მორაგბეების მიმართ არის გამოხატული.

გასაგებია ფილმზე მომუშავე ჯგუფის მიზანი - მათ აჩვენეს ის პრობლემა, რაც საერთოდ სპორტს გააჩნია ფოთში, მაგრამ რაგბი რატომღაც მოძალადის როლში აღმოჩნდა. არ მინდა პოლემიკა და მით უმეტეს,  ფეხბურთისა და რაგბის უკეთეს-უარესობაზე კამათი, მხოლოდ რამდენიმე კითხვას დავსვამ: როცა 2003 წელს "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასზე პირველად გავიდნენ, ვარჯიშობდნენ ვაკის პარკის ბილიკებზე და "პადვლებში" სახელდახელოდ მოწყობილ "შტანგის" დარბაზებში? ისინი 2007 წლის მსოფლიოზეც ისე გავიდნენ, რომ საკუთარი სტადიონი არ ჰქონდათ! მაგრამ დედას არავინ იგინებოდა.

შემდეგ აქედან აღებული კარგი სტარტით ქართული რაგბი მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა და ამაში ფოთმაც შეიტანა თავისი დიდი წვლილი - და კვლავ კითხვა: რატომ არ ეამაყებათ ფოთელებს, რაგბის მომგონ ინგლისელებს ერთადერთი ლელო ფოთელმა ბიჭმა (დიმიტრი ბასილაიამ) რომ დაუდო? არ მგონია, რომელიმე ფოთელ ფეხბურთელს ასეთი რამ გაეკეთებინა, თორემ ეს გვეცოდინებოდა ყველას, ამით ძალიან გახარებულები ვიქნებოდით და ყველანი, ფეხბურთის და რაგბის გულშემატკივრები ერთად ვიამაყებდით.

ცხადია, პრობლემა აქვთ და გაღიზიანებულები არიან. თუმცა ეს პრობლემა რაგბის არ შეუქმნია. პირიქით, მისაბაძი მაგალითია რაგბი, თითოეული მორაგბე და რაგბის ოჯახი, რომელმაც საოცარი რამ მოახერხა და არაფრისგან (მატერიალურ ბაზას ვგულისხმობ) შექმნა ის, რაც დღეს საქართველოში ალბათ ყველაზე უფრო ასოცირდება წარმატებებთან, თავდადებასთან და საქმის სიყვარულთან.

ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ერთი კინო არ აქვს ქალაქსო და სწორედ ეს არის პრობლემა - მორაგბეების მიერ ქალაქის "ოკუპაციას" კი არ უნდა მიეწეროს ფეხბურთის სავალალო დღე, არამედ სხვა მიზეზს. კინოც (კლუბი) მორაგბეებმა შეიწირეს? რა თქმა უნდა, არა! ამაზე საუბარი, მიზეზების ძიება ძალიან შორს წაგვყვანს და ამიტომ დავასრულებ ჩემს "კირკიტს".

კირკიტს ხუმრობით ვამბობ, თორემ რომ ჩაუკირკიტდეს კაცი, იმასაც იტყოდა, რომ რაგბისადმი არაკეთილგანწყობა ფილმის ბოლოს, ტიტრებშიც გამოჩნდაო - როგორც წესი, ფილმზე მომუშავე ჯგუფი მადლობას უხდის ყველას, ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის ხელმძღვანელობას, "რაგბი არენის" ხელმძღვანელობასაც, მაგრამ არა ფოთის სარაგბო კლუბზე მართლა გადამკვდარ და დიდი დამსახურების მქონე მწვრთნელს, ამირან შავგულიძეს, მეტსახელად "პიკასოს".

არადა, ფილმში მორაგბეთა მწვრთნელი საკმაოდ კონსტრუქციულად ასაბუთებს რაგბის არსებობის ლოგიკურობას ფოთში და მხოლოდ ერთხელაა ემოციური, ოღონდ არაუწმაწური - ესეც, ალბათ, არასწორად დასმული კითხვის ან რაღაც გაუგებრობის მიზეზით.

საქართველოში რაგბის არსებობის მანძილზე სარაგბო ოჯახი საკუთარ იმიჯს ძალიან უფრთხილდებოდა. საზოგადოების თვალში რაგბი ამან გამოარჩია და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა. რაგბის ოჯახი, რომლის განუყოფელი ნაწილია რაგბის ქომაგი, ამაყობს ამ იმიჯით. ცოტა მეჩოთირება, მაგრამ ფილმის სათაურმა, "მდგმურებმა", "ჯაყოს ხიზნები" გამახსენა. და ფოთში მორაგბეების სტადიონზე არსებულ სიტუაციაში ბარბაროსი, მომგონსაგინებელი რაგბი თუ მორაგბე მაგრად ჰგავს ჯაყოს? რაღაც უადგილო შედარება გამოვიდა ან იქნებ გადავამეტე?

თავშივე ვთქვი, ფეხბურთი და რაგბი ძმები არიან-მეთქი და ძმებად დარჩებიან. ძალიან მაგრად მინდა, რომ ქართული ფეხბურთი მალე ავიდეს ქართული რაგბის სიმაღლეებზე და რომც გაასწროს, იმათ რატომ (დაფინანსებას და ყურადღებას ვგულისხმობ) და რაგბის რატომ არაო, ასეთ კითხვას,  დარწმუნებული ვარ, რაგბის ოჯახიდან არავინ დასვამს.

და ერთი კიდევ - ფეხბურთისა და რაგბის დაპირისპირებაც ჩვენს ქვეყანაში, სადაც ფეხბურთსაც და რაგბისაც არა მხოლოდ დიდი ტრადიციაც აქვს, მათ ჩვენს ეროვნულ სპორტად ვთვლით, ვფიქრობ, არ უნდა იყოს მთლად ჯენტლმენურ-კორექტული.

გიორგი მამარდაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 48 /
admin admin shensa mzesa
16 ნოემბერი 2016 14:08 თუ რამდენად დიდ შეცდომაში ხარ მაგას ნახავ ერთ 10-15 წელიწადში. რაგბი მარტო ჩვენი კი არა, მომავლის თამაშია.
რეზო
16 ნოემბერი 2016 15:02
0
ის ნაგვით სავსე სანაპიროც, და კოცონთან მატჩისწინა პურმარილიც სულ რაგბის ბრალია ალბათ ზოგიერთი მოცლილის აზრით :)))
რეზო
16 ნოემბერი 2016 14:59
0
ფილმის დანიშნულება გაურკვეველი დარჩა :) დაუნახაობა და სხვის ხელში შემყურეობა ისედაც აშკარა სენია ჩვენში. სანამ მაგალითის აღებას ვისჭავლით ერთმანეთისგან, ბოღმით ვსკდებით, ამ დროს მგონი მთელი მეორე ეშელონი საქართველოს მაგალითით იწყებს წინსვლას. ასეთ გარემოში ჩვენი რაგბის განვითარება ორმაგად დასაფასებელია. საქმის კეთება იციან და თავდადება, და მგონი გამოცდილების გაზიარებასაც არ ითაკილებენ თუ ამას ფეხბუღტი, ან გინდაც ხოკეი მოინდომებს.
რეზო
16 ნოემბერი 2016 14:57
0
დადონ ფსონები ტოტალიზატორში რაგბზე და ფეხბურთზე პოპულარული გახდება, ნახევარ საქართველოს ფეხბურთი ტოტალიზატორის გამო უყვარს
Da
16 ნოემბერი 2016 14:56
0
admin admin shensa mzesa

ძალიან მაინტერესებს საიდან ასეთი დასკვნები? ან სხვების სახელით ლაპარაკის უფლებას რატომ აძლევ თავს? ცნობისთვის, რაგბის მსოფლიო თასი ყველაზე პოპულარული და მაშტაბური პროექტია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მერე. ევროპის ჩემპიონატსაც უსწრებს ფეხბურთში და სხვა ნებისმიერსაც. გეტყობა, რომ საერთოდ არ ხარ ჩახედული ამ სფეროში და არც ის იცი, რომ უკვე გერმანიაც, ესპანეთიც და აშშ-ც ძალიან დიდ თანხებს დებენ რაგბში. არც ის გეცოდინება, რომ რაგბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია ბრიტანეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში და უამრავ დიდ ქვეყანაში. და ბოლოს ვიტყვი, რომ ზუსტად მაგიტომაა ქართული ფეხბურთი ცუდ დღეში თქვენნაირი ვაი გულშემატკივრები რომ ყავს.
Nikoloz
16 ნოემბერი 2016 14:53
0
ყოჩაღ, ნამდვილად შესანიშნავი სტატიაა.
giga
16 ნოემბერი 2016 14:48
0
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/91575-kolkhethi-samtredia-03-21-tslis-shemdeg.html?add=1

სულ რაღაც 6 თვის წინ არ იყო, ფეხბურთელებმა რომ დაამტვრიეს გასახდელი?
დურმიშხან
16 ნოემბერი 2016 14:40
0
ვაი ჟურნალისტო, რას ეძახი შენ ანგარიშგასაწევ ძალას როცა მგონი ჩვენს გარდა არცერთი ქვეყანა არ უყურებს რაგბის სერიოზულად რომ ამხელა ტანხები ჩაიდოს. იქ უფრო მოყვარულის დონეზეა და ჩვენ დონეზე რომ ჩაერიოს გერმანია, პორტუგალია, ესპანეტი, რუსეთი მერე სხვანაირი მდგომარეობა იქნებოდა! მადლობა ბიჭებ მორაგბეებს მაგრამ არარი რაგბი ჩვენი თამაში და ჩვენი სპორტი
admin admin shensa mzesa
16 ნოემბერი 2016 14:08
0

სიახლეები პოპულარული