ოლ ბლექსში ორი ცვლილებაა

AutoSharing Option
შაბათს მელბურნში, ახალი ზელანდიის ნაკრები სამი ერის გათამაშების მორიგ შეხვედრაში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს სტუმრობს. "ოლ ბლექსმა " სტარტზე ორიდან ორივე შეხვედრაში დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონი, სამი ერის შარშანდელი გათამაშების გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის ნაკრები და ახლა ავსტრალიასთან გამარჯვებით სერიოზულ განაცხადს გააკეთებს საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად.

ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. გუნდს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული გარემარბი ჯო როკოთოკო. ის რენე რეინჯერს შეცვლის, რომელსაც ველინგტონში ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა. რეინჯერმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში ლელო გაიტანა, მაგრამ დაშავდა და თამაში არ
შეუძლია.

ველინგტონში "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო ცხრა ნომერი პირი ვიპუ, რომელიც კვირას მამა გახდა. პირის ვარჯიშები გაუცდა და ამიტომ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, მის ადგილს კი გამოჯანმრთელებული ჯიმი ქოუანი დაიკავებს.
"ავსტრალიელებმა წლეულს შესანიშნავი გუნდის შექმნა შეძლეს და მათ დასამარცხებლად ჩვენი პოტენციალის მთლიანად გამოყენება დაგვჭირდება. სამ ერის გათამაშებაში ბრწყინვალე სტარტი გვქონდა, მაგრამ ამის გამო თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ" - თქვა "ოლ ბლექსის" მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯო როკოთოკო, 10. დენ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი; 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრანქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი; 16. კორი ფლინი, 17. ბენ ფრანქსი, 18. სემ ვაითლოქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. იზრაელ დაგი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული