ბისმარკ დუ პლესი ბრუნდება

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ბანაკში სიწყნარეა. თუმცა "ბოკეს" ქომაგებისთვის ერთი სასიხარულო ინფორმაცია მაინც გვაქვს. გუნდს დაუბრუნდა შერკინების კვაჭი ბისმარკ დუ პლესი, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო ოთხი თვე გაუცდა.

დუ პლესი 7 აგვისტოს "ქარის თასის" გათამაშებაში "ბლუ ბულზის" შემადგენლობაში "ლეოპარდსის" წინააღმდეგ ითამაშებს და მერე "ბოკეს" საწვრთნელ შეკრებაზე შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამი ერის მორიგ შეხვედრას 21 აგვისტოს ახალი ზელანდიის ნაკრებთან სოვეტოში გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული