"ვოლაბების" ახალზელანდიელი მწვრთნელი რობი დინსი ამას აღნიშნული ქალაქების ზღვის დონიდან მაღალი მდებარეობით ხსნის. თუმცა იმედოვნებს, რომ ამჯერად ნავსი გატყდება.
ავსტრალიის ნაკრები კვირაზე მეტია, სამხრეთ აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კეიპთაუნში ემზადება.
"პრეტორია, სადაც სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ნაკრებების მატჩი გაიმართება, ზღვის დონიდან 1350 მეტრზეა. აკლიმატიზაციას, რვა დღე სჭირდება, ამიტომ სამხრეთ აფრიკაში თამაშამდე ათი დღით ადრე ჩავედით. ბიჭებს შესანიშნავი განწყობა აქვთ და იმის მიუხედავად, რომ
მას ავსტრალიელთა მგეზავმა მეთ გიტომაც აუბა მხარი:
"ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარე ქალაქებში თამაში ძალიან მომწონს. ასეთ პირობებში კარში 40-50 მეტრიდანაც ხშირად გამიტანია. სამხრეთ აფრიკასთან მატჩში დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ დისციპლინას, ფრთხილად უნდა ვითამაშოთ და ვეცადოთ, არ დავჯარიმდეთ, თორემ ორივე სტეინი, ფრანსუაც და მორნიც შორიდან ბრწყინვალედ ურტყამენ. ფრანსუას სულაც მოედნის საკუთარი ნახევრიდან შეუძლია ბურთის მეტოქის კარის ძელებს შორის გატარება", - თქვა მან.
ავსტრალიის ნაკრები:
შერკინება: როკი ელსომი, სალესი მააფუ, მარკ ჩისოლმი, სტივენ მური (ყველა -ბრამბიზი), ბენ დეილი, ჯეიმზ სლიპერი, საია ფაინგაა, რობ საიმონსი (ყველა-რედსი), ბენ რობინსონი, დენ მამი (ორივე-ვორათაზი), ნათან შარპი, რიჩარდ ბრაუნი, ნიკ კამინსი, დევიდ პოქოკი (ყველა-ფორსი).
უკანა ხაზი: ვილი გენია, ქუადე კუპერი, ენტონი ფაინგაა, სკოტ ჰიგინბოთამი (ყველა-რედსი), ლუკ ბარჯესი, ბერიკ ბარნსი, ლაკი ტერნერი, დრიუ მიტჩელი, ქართლი ბეილი (ყველა-ვორათაზი), მეთ გიტო, ადამ ეშლი-კუპერი, პატრიკ მაკკები (ყველა-ბრამბიზი), ჯეიმზ ოკონორი, ბენ მაკკალმენი (ორივე-ფორსი).