ავსტრალიის ნაკრებში სამი ახალი მორკინალი გამოჩნდება, შერკინების კვაჭი სტივენ მური, მეორეხაზელი მარკ ჩისჰოლმი და მესამეხაზელი ბენ მაკკალმენი. მათ, შესაბამისად, საია ფაინგაა, დენ მამი და რიჩარდ ბრაუნი შეცვალეს, რომლებმაც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლეს.
სტივენ მური და გარემარბი დრიუ მიტჩელი სამხრეთ აფრიკასთან მატჩში 50-ე კეპს მოიხვეჭენ.
"სამივე მორკინალი ჩვენს შერკინებას დიდ ენერგიას შემატებს. მათ კარგად ესმით, რა მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევთ, იმედი
ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხის ტერფი დაიშავა შუამარბმა მეთ გიტომ. ექიმების თავდაპირველი დიაგნოზით მას "ბოკეს" წინააღმდეგ ვერ უნდა ეთამაშა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საშიში არაფერია და "ვოლაბების" დამრტყმელი აუცილებლად ითამაშებს.
"ვოლაბებს" ყველაფერთან ერთად ტრავმებმაც დარია ხელი. შეგახსენებთ, რომ დაშავებულნი არიან და ნაკრებს ვერაფრით ეხმარებიან ჯეიმზ ჰორვილი, ტატაფუ პოლოტა-ნაუ, დიგბი იოანი და ვიკლიფი პალუ.
ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2.სტივენ მური, 3. სალესი მააფუ, 4. მარკ ჩისჰოლმი, 5. ნათან შარფი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი.
16. საია ფაინგაა, 17. ჯონ სლიპერი, 18. დენ მამი, 19. რიჩარდ ბრაუნი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ენტონი ფაინგაა.