"ბორჯღალოსნები" "პომებს" ქრაისთჩერჩის ნაცვლად დანიდინში ეთამაშებიან

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში ახლახან მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მსოფლიოს თასის გათამაშების ორგანიზატორები იძულებული გახადა შეჯიბრების განრიგი და მატჩების გამართვის ადგილები შეეცვალათ.

მიწისძვრამ ქრაისთჩერჩის "ემი სთეიუმი" ისე ძლიერ დააზიანა, რომ მასზე მატჩების გამართვა შეუძლებელი გახდა. არადა, 18 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს აქ ინგლისის ეროვნულ გუნდთან უნდა ეთამაშა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, "ბორჯღალოსნები" "პომებს" ქრაისთჩერჩის ნაცვლად დანიდინში, ახალ "ფორსის ბარ სთედიუმზე" დაუპირისპირდებიან.

ეს სტადიონი ახლა მშენებლობის პროცესშია და 30 ათას მაყურებელს დაიტევს. აღსანიშნავია, რომ მას მოძრავი სახურავი ექნება. მშენებლობა 1 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს. სტადიონის გახსნა
კი ახალი ზელანდიისა და ფიჯის ნაკრებების ტესტ მატჩისასაა დაგეგმილი.

შეიცვალა საქართველოს ნაკრების მატჩის ადგილი შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან. ჩვენ მორაგბეებს 14 სექტემბერს "სკოტებთან" დანიდინში უნდა ეთამაშათ. ახალი განრიგის მიხედვით კი "ნარშავებს" ინვერქარგილში დავუსპირისპირდებით, რომელიც ახალი ზელანდიის უკიდურეს სამხრეთშია. შეიცვალა "ბორჯღალოსანთა" ბაზირების ადგილიც. საქართევლოს ნაკრები ინვერქარგილთან ახლოს, ქუინზთაუნში იცხოვრებენ.

ჩვენი გუნდი დარჩენილ ორ შეხვედრას ისევ ძველი განრიგით გამართავს. 28 სექტემბერს ნორს პალმერსთონში რუმინეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით, 2 ოქტომბერს კი იქვე არგენტინას ვეთამაშებით.

ახალი განრიგი

10 სექტემბერი, დანიდინი
არგენტინა-ინგლისი

11 სექტემბერი, ოქლენდი
ავსტრალია-იტალია

14 სექტემბერი, ინვერქარგილი
საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი, დანიდინი
საქართველო-ინგლისი

25 სექტემბერი, ველინგთონი
არგენტინა-შოტლანდია

1 ოქტომბერი, ნელსონი
ავსტრალია-რუსეთი






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული