ფრანგულ სპორტულ გაზეთ "ეკიპისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:
"ასეთი შთამბეჭდავი გუნდი არასდროს მინახავს. ახალზელანდიელები გასაოცარ, ძალზე სწრაფ რაგბის თამაშობენ. რაც ყველაზე მთავარია, მეტოქეებიც მხარს უბამენ. ეს კი იმის ნიშანია, რომ სამი ერის ნაკრებებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან კონკურენცია უძნელესი იქნება.
ეს, უწინარესად, რაგბის თამაშის წესებში ცვლილებების შედეგია. ფეხით თამაში მინიმუმამდე შემცირდა და მორაგბები ამ ხერხს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში
ახლა ნახეთ, "კივები" რა სწრაფად ათამაშებენ ბურთს, როგორ დროულად ასუფთავებენ რაკს, იმდენად სწრაფად, რომ შეტევა წამითაც არ ფერხდება. რასაც ვერაფრით ვიტყვით სამხრეთ აფრკის ნაკრებზე. "ბოკეს" აშკარად სტაგნაციაა აქვს. მსოფლიოს ჩემპიონები რაციონალური რაგბის მიმდევრები არიან. მათთვის სისწრაფეზე მეტი მნიშვნელეობა ფიზიკურ ძალას აქვს. დიდი, მასიური აფრიკელები აქამდე ახერხებდნენ მეტოქის გასრესას, მაგრამ ახლა ეს ხერხი აღარ ჭრის.
ყველაზე მეტად რაც აღმაფრთოვანებს ახალზელანდიელთა თამაშში, ეს მათი მაღალტექნიკურობაა. ყველაფერი სწორედ აქედან იწყება, ამის ხარჯზე ახერხებენ სწრაფად ბურთის გათამაშებას და მეტოქისთვის თავგზის აბნევას.
ამ მიმართულებით საფრანგეთის ნაკრებს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. ივნისის ტესტებმა გვიჩვენა, რომ ფიზიკური კონდიციების გარდა სამხრეთელებს ტექნიკაშიც ჩამოვრჩებით. ამიტომ "ლე ბლეში" სწორედ მათ უნდა მივცეთ თავის გამოჩენის შანსი ვისაც სრულყოფილად შეუძლია ოვალურ ბურთთან ურთიერთობა. ამასთან, კარგად იციან დაცვაში, რაკში და მოლში თამაში.
ერთი სიტყვით, თუ გვინდა, 2011 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიას ისევე ვაჯობოთ, როგორც 2007 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში, ყოველმხრივ სრულყოფილი გუნდი უნდა შევქმნათ".
ლივერმონს იმის გარკვევა, რამდენად დიდია ფრანგთა გუნდის ჩამორჩენა სამი ერის ნაკრებებთან შედარებით, 27 ნოემბერს შეეძლება, როცა პარიზში, "სტად დე ფრანსზე" ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.