სამხრეთ აფრიკა (15-9) ფ.სტეინი (ეპლონი 50), პიტერსენი, ფური, ი.დე ფილიერსი, ჰაბანა, ჯეიმზი (მ.სტეინი 67), დუ პრი. (1-8) მთავარირა (სტენკამპი 63), სმიტი, ი. დუ პლესი (ბ.დუ პლესი 50), ბოთა (მოსტრეტი 63), მეტფილდი, ბროსუ (დეიზელი 50) , როსუ, სპისი.
3ს: ფ.სტეინი, ჯეიმზი (2)
ავსტრალია (15-0) ბეილი, ოკონორი, ეშლი-კუპერი (ე.ფაინგაა 59), მაკკები, იოანი, კუპერი, გენია. (1-8) კეპუ, მური, ალექსანდერი, შარფი, ჰორვილი, ელსომი, პოკოქი, ჰიგინბოთამი (სამო 59).
ლ: მაკკები. 3ს: ოკონორი.
მსაჯი: ბრაიან ლოურენსი (ახ.ზელანდია)
სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაცმა პიტერ დე
"ბოკემ" სამ ერის გათამაშების მორიგ ტურში ზედიზედ მესამედ წააგაო. მსოფლიოს თასის მფლობელები ამჯერად, პორტ ელიზაბეტში ვერას გახდნენ ავსტრალიის ნაკრებთან - 9:14. არადა დე ფილიერსს საშუალება მიეცა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის თითქმის ყველა მორაგბე ეთამაშებინა. მეტიც, მან ფორმადაკარგული მონრი სტეინიც კი შეცვალა ბუჩ ჯეიმზით, მაგრამ მაინც არაფერმა უშველა.
სამხრეთაფრიკელებმა პირველი ნახევარი მშრალი ანგარიშით მოიგეს - 6:0. ეს ალბათ იმიტომ, რომ "ვოლაბების" მგეზავ ქუადე კუპერს თამაში არაფრით გამოსდიოდა, თუმცა ვითარება შესვენების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. კუპერი ჩვეულად ათამაშდა. მას მხარი ვილი გენიამ და ჯეიმზ ოკონორმაც აუბეს.
შედეგად ოკონორმა სამი საჯარიმო გაიტანა, ავსტრალიელთა ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა კი შუამარბმა პატრიკ მაკკებიმ ლელოთი დასრულა. ყოველივე ამაზე, მასპინძლებმა პასუხი მხოლოდ ერთი საჯარიმოთი გასცეს და 9:14 დამარცხდნენ.
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ავსტრალია - 9, 3. სამ.აფრიკა - 0
20 აგვისტო
სამ-აფრიკა-ახალი ზელანდია
27 აგვისტო
ავსტრალია-ახალი ზელანდია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"