მსოფლიოს თასმა ახალი საზღვრები გადალახა

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებისადმი ინტერესი დღითი დღე იზრდება. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმს, პლანეტაზე არსებულ ყველა სპორტულ ღონისძიებებში თავისი მნიშვნელობით, ოლიმპიურ თამაშებისა და ფრხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მესამე ადგილი უჭირავს.

სარაგბო ბატალიების ხილვის სურვილი სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება და ახლხან IRB-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მსოფლიოს თასის გათამაშების ყველა, 48 მატჩის ნახვის საშუალება ანტარქტიდაზე ექსპედიციაში მყოფ მეცნიერბსაც ექნებათ.

არქტიკის შოტნალდიურ ბაზაზე, სადაც 13 ახალზელანდიელი, ავსტრალიელები და ირლანდიელები ცხოვრებენ მსოფლიოს თასის მატჩებს პირველად იხილავენ.

"მოხარულნი
ვართ, რომ ვახერხებთ ანტარქტიკაზე მცხოვრებ ქომაგებისთვის რაგბის მატჩების ტრანსლაციას. ისინი ამ ტელერეპორტაჟების საშუალებით მსოფლიო რაგბის თანამეგობრობას შეუერთდებიან" - თქვა IRB-ს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ.

"ჩვენი ექსპედიცია და მეზობელი ამერიკული სადგურის მაკ მერდოს მცხოვრებნი, მოუთმენლად ველით მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებას. ვფიქრობთ, ახალ ზელანდიაში უშეღავათო ბრძოლები წარიმართება, რაც რაგბის მეტ ხიბლს ანიჭებს" - დასძინა ანტარქტიდაზე ხალი ზელანდიის ექსპედიციის ხელმძღვანელმა მაი მაჰონიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული