კრის რობშო "პომების" კაპიტანი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების პირველ მატჩს 4 თებერვალს, სტუმრად "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. პომების დროებითმა თავკაცმა სტიუარტ ლანკასტერმა გუნდის კაპიტნად ჰარლიქვინზელი კრის რობშო დანიშნა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ტურნირის პირველ ორ მატჩში პომებს ვერაფრით დაეხმარებიან ტობი ფლუდი, მანუ ტუილაგი, კორტნი ლავი და ტომ ვუდი. ჯერჯერობით უცნობია, საბრძოლო რაზმიც, ლანკასტერს არჩევა იმ 32 მორაგბედან მოუწევს, რომლებიც გაფართოებულ შემადგენლობაში არიან გამოძახებული.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის კრის რობშო ინგლისური რაგბის ბოლო 30-წლიან ისტორიაში ყველაზე გამოუცდელი კაპიტანია:

"ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან ამაყი
ვარ. ინგლისის ნაკრების კაპიტნად დანიშვნის დღე ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. ყველას მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც ესოდენ დიდი ნდობა გამომიცხადა.

გუნდში სხვაც ბევრი ლიდერია. ჩემს გვერდით ექვსი-შვიდი მორაგბეა, რომლებსაც უდიდესი როლი აკისრიათ გუნდის თამაშის ფორმირებაში. ერთი უხელმძღვანელებს შერკინებას, მეორე უკანა ხაზს, მესამე დაცვას, მეოთხე შეტევას და ასე შემდეგ. სტიუარტ ნაკასტერმა, გრემ რაუნტრიმ და ენდი ფარელმა მოგვცეს სათამაშო სქემის გარკვეული მონახაზი და სწორედ ამ მოთამაშეებზეა დამოკიდებული, რამდენად სრულყოფილად და გასაგებად მივიტანთ მას გუნდის დანარჩენ წევრებამდე." - თქვა კრის რობშომ.

"ჩვენი საკმაოდ ბევრი ლიდერი წამყვანი, საკვანძო მოთამაშეა. რობშო, მიმაჩნია, რომ მათ შორისაც გამორჩეულია. მან კაპიტნობა ჯერ კლუბში, შემდეგ კი ინგლისის A ნაკრებში თავდაუზოგავი შრომით დაიმსახურა. მიხარია, რომ მას მიეცა შანსი თავისი შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე გამოავლინოს" - თქვა ლანკასტერმა.

ინგლისის ნაკრები
შერკინება:
მარიუს ბოთა, მეტ სტივენსი (ორივე-სარასენზი), ალექს კორბისეირო (ლონდონ აირიში), დენ კოლი, ტომ კროფტი, ლუის დიკონი (სამივე-ლესტერ ტაიგერზი), კალუმ კლარკი, ფილ დოუსონი, დილან ჰარტლი, კორტნი ლავი, ტომ ვუდი (ხუთივე -ნორსჰემპთონი), ჯო მარლი, კრის რობშო (ორივე-ჰარლიქუინზი), ბენ მორგანი, მეთ სტივენსი (ორივე-ჰლანეჰლი), ლი მეარსი, დევიდ ვილსონი (ორივე-ბასი), ტომ პალმარი (სტად ფრანსე), რობ ვებერი (ვოსფსი)
უკანა ხაზი: კრის ეშტონი, ლი დიკსონი, ბენ ფოდენი, ალექს გუდი (ოთხივე-ნორსჰემპთონი), ბრედ ბარიტი, ოუენ ფარელი, ჩარლი ჰოჯსონი, დევიდ სტრიტლი (ოთხივე-სარასენზი), მაიკ ბრაუნი, ჯორდან ტერნერ-ჰაი (ორივე-ჰარლიქუინზი), ბენ იანგზი (ლესტერი), ჯო სიმპსონი (ლონდონ აირიში), ჩარლი შარპლსი (გლოსტერი), მეთ ბანაჰანი (ბასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული