"ლე ბლოს" მეტოქე ამჯერად ირლანდიის ეროვნული გუნდი იქნება, რომელიც გასულ უქმეებზე საკუთარ მოედანზე დამარცხდა დარამატულ ბრძოლაში უელსის ნაკრებთან - 21:23.
ფრანგთა თავკაცმა ფილიპ სენტ-ანდრემ გუნდის შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა და ოთხივე ეს ცვლილება შერკინების მოთამაშეებს შეეხო. სენტ-ანდრე უკმაყოფილო დარჩა პირველხაზელთა გარჯით და ამიტომ, შერკინების ბურჯი ვენსან დებატი ჟან-ბატისტ პუმ შეცვალა. გუნდის ვეტერანის, შერკინების კვაჭის ვილიამ სერვას ადგილს სტადფრანსელი დიმიტრი შჟარჟევსკი დაიკავებს.
იტალიასთან მატჩში თავი ვერ გამოიჩინა
ფრანგთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ბასკი მესამეხაზელი იმანოლ არინორდოკი, რომელმაც ფლანკერი ჟულიენ ბონერი შეცვალა.
სენტ-ანდრემ უცვლელი დატოვა უკანა ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი იაშვილისა და ფრანსუა ტრინ-დუკის დუეტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაინც მათ უფრო ენდობა, ვიდრე მორგან პარასა და ლიონელ ბოქსის წყვილს.
საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსენ კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. ვესლი ფოფანა, 11. ჟულიენ მალზიო, 10. ფრანსუა ტრინ-დუკი, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. ჟან-ბატისტ პუ, 2. დიმიტრი შჟარჟევსკი, 3. ნიკოლა მასი, 4. პასკალ პაპე, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. იმანოლ არინორდოკი, 8. ლუი პიკამოლი.
16. ვილიამ სერვა, 17. ვენსან დებატი, 18. ლიონელ ნლე, 19. ჟულიენ ბონერი, 20. მორგან პარა, 21. ლიონელ ბოქსი, 22. მაქსიმ მერმოსი.
ექვსი ერი
11 თებერვალი
საფრანგეთი-ირლანდია, იტალია-ინგლისი, უელსი-შოტლანდია
სატურნირო მდგომარეობა
1. საფრანგეთი - 2 ქულა, 2. ინგლისი - 2, 3. უელსი - 2, 4. ირლანდია - 0, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"