ექვსი ერის გათამაშების საუკეთესო მორაგბედ უელსელი დენი ლიდიატი დაასახელეს. ეს გამოკითხვა ქომაგებს შორის ჩატარდა და ამ მორაგბემ კონკურენტებს დიდი უპირატესობით მოუგო. თვითონ ლიდიატი გაოცებულია მომხდარით და მიაჩნია, რომ ეს მის მიმართ გაცემული დიდი ავანსია.
"მართალი გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. ჩემი თამაშით თვითონ ნაწილობრივ ვარ კმაყოფილი. ცხადია, ნებისმიერი მორაგბისთვის დიდი პატივია, იყო ისეთი ძლიერი გუნდის წევრი, როგორიცაა უელსის ნაკრები. ამ გუნდთან ერთად დიდი სლემი რომ შევასრულეთ, ჩემთვის ესეც დაუჯერებელია და ახლა კიდევ საუკეთესო მორაგბედაც დამასახელეს. თავი სიზმარში მგონია.
ეს მიღწევა ჩემთვის
დიდი პატივია, მით უმეტეს, რომ ქომაგებმა ძალიან ბევრი მსოფლიოს კლასის მოთამაშეზე წინ დამაყენეს. ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, მინდა მადლობა გადავუხადო" - თქვა დენი ლიდიატმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"