ოთარ ტურაშვილმა რუმინეთს IRB-ის ერთა თასი მოაგებინა

AutoSharing Option
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში IRB-ის ერთა თასის გათამაშება დასრულდა, რომელშიც, პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, მასპინძელთა ნაკრებმა გაიმარჯვა.

რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც მომავალი მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტია, სამივე შეხვედრა მოიგო და პირველობა არავის დაუთმო.

"მუხის ფოთლებმა" ბოლო შეხვედრაში უშუალო კონკურენტი იტალიის A ნაკრები დაამარცხა 17:13. აღსანიშნავია, რომ სამივე შეხვედრაში რუმინელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა შერკინების კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა.

საქართველოს ნაკრების სხვა მეტოქეთაგან ძალიან ცუდად იასპარეზა პორტუგალიელთა ეროვნულმა გუნდმა, რომელმაც სამიდან სამივე მატჩი წააგო და ბოლო ადგილზე გავიდა.
მესამე ტურში "ლობუშები"'დიდი ანგარიშით დამარცხდნენ ურუგვაის ნაკრებთან - 7:35.

სამი მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა რუსეთის ეროვნულმა გუნდმა და ბოლოსწინა ადგილს დასჯერდა. მესამე ტურში ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა არგენტინის A ნაკრებთან 9:33 წააგეს. შეგახსენებთ, რომ რუსთა რიგებში ეროვნებით ორი ქართველი, ვალერი ცნობილაძე და პავლე კვერნაძე თამაშობს.

სატურნირო მდგომარეობა
1. რუმინეთი - 12 ქულა, 2. არგენტინა A - 10, 3. იტალია A - 10, 4. ურუგვაი - 6, 5. რუსეთი - 4, 6. პორტუგალია - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული