ექვსი ერის სიმბოლური ნაკრები დასახელდა

AutoSharing Option
ექვსი ერის წლევანდელი გათამაშება ისტორიაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

თავად განსაჯეთ, ფავორიტი საფრანგეთი ბოლო ადგილზე გავიდა და "ხის კოვზის" მფლობელი შეიქნა.

იტალიის ეროვნულმა გუნდმა კი, პირველად თავის ისტორიაში, ორი მატჩი მოიგო და მეოთხე ადგილზე გავიდა.

ცხადია, შეჯიბრების გათამაშების შემდეგ სიმბოლური ნაკრებიც დასახელდა. ფრანგთაგან მასში მხოლოდ შუამარბი ვესლი ფოფანა მოხვდა, რომელიც მართლაც მსოფლიო დონის მორაგბეა.

საუკეთესოთა შორის ყველაზე მეტი, ხუთი მორაგბე ტურნირის გამარჯვებულის, უელსის ნაკრების შემადგენლობიდან მოხვდა.

თითოეულ მათგანს, ცხადია, გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა ჩვენ მაინც ფულბეკ ლეიგ ჰალპფენის გამოვარჩევთ.
მან ტურნირზე ყველაზე მეტი, 74 ქულა მოაგროვა.

ჰალპფენიმ კარში დარტყმების 82 პროცენტი ზუსტად შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ის სიმაღლეში სულ რაღაც 178 სანტიმეტრია, ყველა მაღალი დაკიდებული ბურთი მოიგო. მიგვაჩნია, რომ ის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო მორაგბეა.

ოთხი მორაგბე მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში ინგლისის ეროვნული გუნდიდან, ორ-ორი შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებებიდან. ერთი მორაგბე საუკეთესო თხუთმეტეულში ირლანდიის ნაკრებმაც მიავლინა.

სიმბოლური ნაკრები
15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ალექს კატბერტი (ორივე - უელსი), 13. ვესლი ფოფანა (საფრანგეთი), 12. ჯიმი რობერტსი (უელსი), 11. ტიმ ვიზერი (შოტლანდია), 10. ოუენ ფარელი, 9. ბენ იანგზი (ორივე - ინგლისი). 1. კიან ჰილი (ირლანდია), 2. ლეონარდო ჯილარდინი (იტალია), 3. ადამ ჯოუნზი (უელსი), 4. ჯო პერლინგი (ინგლისი), 5. ჯიმი ჰამილტონი (შოტლანდია), 6. კრის რობშო (ინგლისი), 7. ჯასტინ ტიპურიჩი (უელსი), 8. სერჯო პარისე (იტალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული