ახალგაზრდა ახალზელანდიელებმა ჯერი კოლინსის საპატივცემულოდ ჰაკა შეასრულეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ახალი ზელანდიის 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩის დაწყებამდე ტრაგიკულად დაღუპული მორაგბის, ჯერი კოლინსის საპატივცემულოდ ჰაკა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჯერი კოლინსი ოჯახთან ერთად 5 ივნისს, ავტოავარიის დროს დაიღუპა. კოლინზი ახალი ზელანდიის ნაკრების მორაგბე იყო. მის ანგარიშზე ნაკრების მაისურით ჩატარებული 48 მატჩია.

რაც შეეხება ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს, ზელანდიელებმა არგენტინელები ანგარიშით 32:29 დაამარცხეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული