რობინსონმა "სკოტების" რიგებში სამ დებიუტანტს უხმო, "ბასის" უკანახაზელ ჯეკ კათბერტს, "გლაზგოს" შერკინების ბურჯ ჯონ ველშს და ამავე გუნდის მესამეხაზელ რობ ჰერლის.
ნაკრების კაპიტანს "ნარშავების" ინგლისელი თავკაცი, სავარაუდოდ, მაიკ ბლერის, ალისტერ კელოკსა და რორი ლაუსონს შორის აარჩევს.
შოტლანდიის ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან, გრეგ მორისონი, კრის კაზიტერი, ფილ გოდმენი, ალასდაირ დიკინსონი და ჯიმი ჰემილთონი.
"ნაკრების შემადგენლობის
მეორე, ვინც ეროვნულ ნაკრებში დავაწინაურეთ ჯონ ველშია, რომელიც უაღრესად დისციპლინირებული მოთამაშეა და განუხრელად პროგრესირებს.
საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი ინგლისური "ბასის" უკანახაზელმა ჯეკ კათბერტმა, რომელსაც შარშან ბუქარესტში გამართულ IRB-ს ერთა თასის გათამაშებაშიც დავაკვირდით, როცა ის შოტლანდიის A ნაკრებში გამოდიოდა", - თქვა "სკოტების" თავკაცმა ენდი რობინსონმა.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის ნაკრებმა ბოლო ექვს შეხვედრაში ხუთი მოიგო. "ნარშავები" ექვსი ერის გათამაშების პირველ ტურში, 5 თებერვალს სტუმრად საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშებიან.
შოტლანდიის ნაკრები:
შერკინება: ჯონ ბარკლი, ჯონი ბითი, კელი ბრაუნი, ჟოფ გროსი, როს ფორდი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, რობერტ ჰერლი, ნათან ჰინესი, ალან იაკობსენი, ალისტერ კელოკი, სკოტ ლაუსონი, მურელი ლოუ, სკოტ მაკლოიდი, ევან მურეი, როს რენი, რიჩი ვერნონი, ჯონ ველში.
უკანა ხაზი: ჯო ანსბრო, მაიკ ბლერი, ჯეკ კათბერტი, საიმონ დენიელი, ნიკ დე ლუკა, მაქს ევანსი, ალექს გროვი, რუარიდ ჯექსონი, გრეგ ლაიდლოუ, რორი ლამონტი, შეინ ლამონტი, რორი ლაუსონი, დენ პარქსი, კრის პატერსონი, ჰუგო საუთვილი, ნიკი ვოლკერი.
.