ტრავმის მოშუშების შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდნენ მორკინალები რორი ბესტი და ლუკ ფიცჯერალდი. სამაგიეროდ "სამყურებს" დააკლდებათ "ლესტერ ტაიგერზის" კაპიტანი გორდონ მერფი. მან ინგლისის ჩემპიონატში "ნორსჰემპთონთან" მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და, შესაძლოა, წლევანდელ სეზონში ვერ ითამაშოს.
ნაკრებში ვერ მოხვდა "მანსტერის" ცხრა ნომერი ტომას ოლირი. კიდნიმ მას ეოინ რედანი და პიტერ სტრინგერი არჩია. ოლირიმ
ირლანდიის ნაკრები 5 თებერვალს რომში იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. კიდნი "სკუადრა აძურასთან" მატჩს დიდი სიფრთხილით ეკიდება.
"ეროვნული ნაკრებისთვის მოთამაშეების შერჩევა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ძალიან რთული იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ახლა გამიჭირდა. არადა ექვსი ერის გათამაშებას გასვლითი შეხვედრით ვიწყებთ ანგარიშგასაწევ გუნდთან.
იტალიის ნაკრები ნელ-ნელა ძლიერდება. მათი კლუბების ჩართვამ "მაგნერს ლიგის" გათამაშებაში დადებითად იმოქმედა ამ ქვეყნის ნაკრების განვითარებაზე. "სკუადრა აძურასთან" თამაში სულ უფრო რთული ხდება. ამიტომ საწვრთნელ შეკრებაზე მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რათა რომში იტალიელების დამარცხება შევძლოთ", - თქვა დეკლან კიდნიმ.
ირლანდიის ნაკრები
შერკინება: რორი ბესტი, ტომ კურტი, შონ კრონინი, ლეო კალენი, სტივ ფერისი, ჯერი ფლენერი, ჯონ ჰეისი, კიან ჰილი, ჯიმი ჰისლიპი, შონ ჯენინგზი, დენის ლამი, მაიკ მაკკარტი, დონჩა ოკალაჰანი, პაულ ოკონელი, შონ ობარიანი, მაიკ ოდრისკოლი, მაილ როსი, რის რადოკი, დევიდ ვოლესი.
უკანა ხაზი: ტომ ბოვი, გორდონ დარსი, გევინ დაფი, ქის ეარლზი, ლაკ ფიცჯერალდი, შონ ჰორგანი, რონან ოგარა, ბრაიან ოდრისკოლი, ეოინ რედანი, ჯონათან სექსტონი, პიტერ სტრინგერი, ენდრიუ ტრიმბლი, პედი ვოლესი.
ექვსი ერი
I ტური
იტალია-ირლანდია, საფრანგეთი-შოტლანდია, ინგლისი-უელსი
.