იტალიის ნაკრები ნოემბრის ტესტებისას სამ მატჩს გამართავს. პირველ შეხვედრაში "სკუადრა აძურა" 13 ნოემბერს ვერონაში არგენტინის ნაკრებს უმასპინძლებს. ერთი კვირის თავზე კი ფლორენციაში, "არტემიო ფრანკიზე" ავსტრალიას მიიღებს. 27 ნოემბერს კი მოდენაში ფიჯის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ შარშან იტალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების მატჩს მილანის "სან სიროზე" 80 ათასი ქომაგი დაესწრო. უდინეში კი სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება 30 ათასმა მაყურებელმა ნახა.