ოგარა ძირითადს უბრნდება

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ 33 წლის ვეტერანი, მგეზავი რონან ოგარა ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა. ოგარა, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში 105 კეპი მოუხვეჭია, სტუმრად, "მერიფილდზე" შოტლანდიელებთან მატჩში ახალგაზრდა ჯონათან სექსტონს შეცვლის. მან "სამყურებს" პირველ ტურში იტალიასთან არეკნით გამარჯვება მოუტანა. ფრანგებთან საშინაო მატჩში კი თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო და "ლე ბლეს" წაქცევამდე ცოტა დააკლდა.

კიდნიმ ოგარას გარდა კიდევ ორი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში დაბრუნდა ტომ ბოუი, სათადარიგოთა შორის იქნება ტრავმამოშუშებული პედი ვოლესი.

"მერიფილდზე" შოტლანდიის ნაკრებთან მატჩს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ
გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ტურში, 19 მარტს ინგლისის ნაკრებს ვმასპინძლობთ, ექვსი ერის მოგების შანსს ისევ ვინარჩუნებთ" - თქვა ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ.

ირლანდია: 15. ლუკ ფიცჯერალდი, 14. ტომ ბოუი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. ქეით ირლზი, 10. რონან ოგარა, 9. ეოინ რედანი. 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პაულ ოკონელი, 6. შონ ობრაიანი, 7. დევიდ ვოლესი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
16. სონ კრონინი, 17. ტომ კართი, 18. ლეო კალენი, 19. დენის ლამი, 20. პეტერ სტრინგერი, 21. ჯონათან სექსტონი, 22. პედი ვოლესი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული