მნიშვნელოვანი ცვლილება ექვს ერზე: ბონუსები! რა იქნება შემდეგი?

AutoSharing Option
ექვსი ერის პირველობაზე უმნიშვნელოვანესი სიახლეა: შემოიღეს ქულათა ბონუს-სისტემა.

ქულების დათვლა ასე იწარმოებს: მოგებაზე 4 ქულა, ფრეზე - 2, წაგებაზე - 0. თუ გუნდი 4 ლელოს დადებს, მიიღებს დამატებით ბონუს-ქულას. თუ გუნდი 7 და ნაკლები ქულით წააგებს, მიიღებს სანუგეშო ბონუს-ქულას. სანუგეშო ქულის მიღების კიდევ ერთი ვარიანტი 4 ლელოს დადებაა წაგებულ მატჩში.

ფრის შემთხვევაშიც დაერიცხებათ გუნდებს ექსტრა-ქულა, თუკი 4-4 ლელოს დადებენ.

"გრანდ სლემი" დამატებით 3 ქულით ფასდება. ამ ცვლილების ახსნა შემდეგშია: შესაძლოა, გუნდმა "გრანდ სლემი" (ხუთივე მატჩი) ბონუს-ქულების გარეშე მოიგოს, მაგრამ თეორიულად
არის შესაძლებელი, რომ მეორე გუნდმა 22 ქულა დააგროვოს და ტურნირი მოიგოს. ეს კი ნონსენსი იქნებოდა. ამიტომაც ექვსი ერი თავს იზღვევს - გუნდი თუ ყველა მატჩს მოიგებს, უბონუსოდ 20 ქულას დააგროვებს, მას ავტომატურად 3 ბონუს-ქულა დაემატება.

მოკლედ, ქულათა დათვლის ტრადიციული ბასტიონი დაეცა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ექვს ერზე მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისის მაუწყებელია.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული