სონი ბილი წილიამსი ლიგაში ბრუნდება

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი მომავალი წლიდან ისევ რაგბი ლიგას დაუბრუნდება. ამის თაობაზე "საუთ უელსის" მოთამაშის ენდრიუ ჯოუნზის ძმამ მეთ ჯოუნზმა განაცხდა:

"ნამდვილად ვიცი, რომ სონი ბილ ვილიამსი მომავალი წლიდან სიდნეელი "მამლების" შემადგენლობაში ჩაირიცხება. ამის თაობაზე წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ახლა მხოლოდ მისი საკრივო კარიერის ავან-ჩავანიღაა გასარკვევი."

შეგახსენებთ, რომ ვილიამსმა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან კონტრაქტი 2012 წლის ბოლომდე გააფორმა და უარი თქვა გაემხილა სამომავლო გეგმები. სონი ბილიმ რაგბი ლიგაში ბოლოს 2008 წელს ითამაშა და რაგბიში გადაბარგდა. მაშინ მან პირობა დადო, რომ
2013 წლამდე უკან არ დაბრუნდებოდა.

ლამონტს ოპერაცია გაუკეთეს
შოტლანდიის ნაკრების გარემარბ რორი ლამონტს ედინბურგის სამეფო საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს. "ნარშავების" ერთ-ერთ საუკეთესო მორაგბეს კვირას, "მერიფილდზე" საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებისას ფეხი მოტყდა.

"სკოტების" ექიმთა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლამონტი სამეფო საავადმყოფოს ქირურგ-ორთოპედების მეთვალსყურეობის ქვეშაა. ამსთან გაირკვა, რომ მას გამოსაჯანმრთლებლად ოთხი თვე დასჭირდება.

"რორი ოპერაციის შემდეგ მალევე მოვინახულეთ. ის თავს შესანიშნავად გრძნობს და იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება, თუმცა როგორც გვითხრეს, საამისოდ მას ოთხი თვე დასჭირდება" - თქვა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.

აღსანიშნავია, რომ "ლე ბლოსთან" შეუპოვარ ბრძოლაში დაშავდნენ ასევე, რიჩი გრეი, ჯონ ბარკლი და ჯიმი ჰამილტონი.

მაიკ თინდოლი ბარბაროსებში ითამაშებს
ინგლისის ნაკრების ყოფილი შუამარბი მაიკ თინდოლი "ბარბაროსებში" სათამაშოდ მიიწვიეს. მასთან ერთად მაისის ბოლოს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ აკაპუსი კერაც ითამაშებს. შეხვედრა გლოსტერში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს მორაგბე სწორედ ამ ქალაქშია დაბადებულ-გაზრდილი.

"ბარბაროსების" შემადგენლობაში ითამაშებს ასევე ყოფილი გლოსტერელი და ინგლისის ნაკრების ფულბეკი იან ბოლშო. შეგახსნებთ, რომ შავ-თეთრებს იაპონიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი ჯონ ქირვანი უთავკაცებს. მან უკე მიიწვია ისეთი მაღალი დონის მოთამაშეები, შეინ ვილიამსი, ლუსი მუდი, ჯო როკოთოკო და სედრიკ ემონსი რომ არიან.

27 მაისი
ბარბაროსები-ინგლისი
29 მაისი
ბარბაროსები-ირლანდია
2 ივნისი
ბარბაროსები-უელსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული