ინგლისელთა თავკაცმა სტიუარტ ლანკასტერმა სმითს დროულად პასუხის გაცემა მოსთხოვა, რადგან ამ პოზიციაზე მომუშავე მწვრთნელმა ენდი ფარელმა არჩევანი კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. წესით, ივნისის ტესტებზე ლანკასტერს "ლონდონ აირიშის" მწვრთნელი მაიკ ქეთი უნდა დახმარებოდა, თუმცა "პომების" თავკაცმა გადაწყვიტა, სმიტს მომავალ უქმეებზე შეხვდეს და ყოველივე დეტალურად განიხილოს.
შეგახსენებთ, რომ სმიტს ამჟამად ახალზელანდიურ "ვაიკატოსთან" აკავშირებს ორწლიანი კონტრაქტი, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, მას გუნდის დატოვება ზე
"რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება მაქვს, რომელზეც უახლოესი ათი დღის განმავლობაში უნდა ვიფიქრო. ძალიან მომწონს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა. ამ პოზიციაზე თავს მუდამ კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ისიც კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ინგლისის ნაკრების თავკაცობას არავინ შემომთავაზებს. ასეც უნდა იყოს. ვერ წარმომიდგენია "ოლ ბლექსი", რომელსაც უცხოელი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ინგლისის ნაკრებს ინგლისელი უნდა ხელმძღვანელობდეს.
ამასთან ერთად, არსებობს მეორე პრობლემაც. ბოლო წლები ახალი ზელანდიის რაგბის შევალიე. არ ვიცი, თავს როგორ ვიგრძნობ იმ დროს, როცა "ოლ ბლექსის" დასამარცხებლად სხვა ქვეყნის გუნდის მომზადება მომიწევს.
ინგლისის ნაკრები ხომ ჩვეულებრივი გუნდი არ არის. "პომების" მიზანი მსოფლიოს თასის მოპოვებაა და საამისოდ მას შესაძლოა, ახალი ზელანდიის ნაკრების დამარცხებაც დასჭირდეს. ამიტომ უნდა საკუთარ თავში გავერკვე, მინდა თუ არა ამაში ჩემი წვლილი შევიტანო" - თქვა უეინ სმიტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"