"პუმები" წლეულს პირველად დაემატებიან სამი ერის გუნდებს - ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას და საინტერესო ბრძოლაში ჩაებმებიან.
არგენტინის ნაკრებზე ახლა ბევრი რამაა დამოკიდებული. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ბობოლა სარაგბო ქვეყნებთან ტოლ-სწორად ბრძოლა შეუძლიათ და მათი წარმატებები ამ ქვეყნების ნაკრებებთან ასპარეზობისას ეპიზოდური არ არის. ეს ხელ-ფეხს გაუხსნის IRB-ს, სხვა განვითარებადი ქვეყნებიც წაახალისოს და ელიტურ გუნდებთან ხშირად ათამაშოს.
აღსანიშნავია, რომ "პუმების" თავკაცმა თითქმის ყველა უძლიერეს მორაგბეს უხმო, მათ შორის, ვეტერანებსაც. ფელანის
ოთხი ერის გათამაშებაზე იასპარეზებს შერკინების ბურჯი როდრიგო რონსეროც, რომელიც ტურნირის დასრულების შემდეგ რაგბიდან წასვლას აპირებს.
"ოთხი ერის გათამაშებაში უმძიმესი ბრძოლები გველის. ჩვენ მსოფლიოს სამი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, თუმცა ეს ერთადერთი გზაა, რათა პროგრესი განვიცადოთ, განვვითარდეთ.
კარგი შედეგის მისაღწევად უქმეებს მაქსიმალურად მობილიზებული უნდა შევხვდეთ. იმედი მაქვს, რომ დიდი რაგბის თამაშს შევძლებთ" - თქვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა პატრისიო ალბასეტემ.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ლეგიონერი არგენტინის ნაკრებში ქართველ მორაგბეთა ფრანგულ კლუბ "მონპელიეს" ჰყავს. "პუმების" რიგებში ჩვენებურთა ექვსი თანაგუნდელი იასპარეზებს. ესენია: მარტინ ბუსტოს მოიანო, მაქსიმილიანო ბუსტოსი, ავგუსტინ კრევი, სანტიაგო ფერნანდესი, ხუან ფიგალო და გონსალო ამოროსინო.
არგენტინის ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეთაგან ეროვნულ ნაკრებში ვერავინ მოხვდა. ყველაზე მეტი, შვიდი მოთამაშე "პამპასებს" ჰყავს, რომელიც სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში, ანუ "ვადაკომის თასზე" ასპარეზობს. პამპასელთა ღირსებას იცავენ: ტომას კუბელი, ტომას დე ლა ვეგა, ხულიო კაბელო, მარტინ ლანდახო, ტომას ლეონარდი, ბრუნო პსოტილიონი და ლეონარდო სენატორე.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩს არგენტინის ნაკრები 18 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან, სტუმრად, კეიპ თაუნში გამართავს.
არგენტინის ნაკრები
ორასიო აგულა (ბასი), პარტისიო ალბასეტე, ნიკოლას ვერგალო (ორივე-ტულუზი), მარკოს აიერსა (ლესტერი), მარსელო ბოსხი, მანუელ კარისა, ეუსებიო გუნასუ (სამივე-ბიარიცი), მარტინ ბუსტოს მოიანო, მაქსიმილიანო ბუსტოსი, ავგუსტინ კრევი, სანტიაგო ფერნანდესი, ხუან ფიგალო, გონსალო ამოროსინო (ექვსივე-მონპელიე), გონსალო კამაჩო (ექსეტერი), რაფაელ კარბალო, ნიკოლას სანჩესი (ორივე-ბორდო), ტომას კუბელი, ტომას დე ლა ვეგა, ხულიო კაბელო, მარტინ ლანდახო, ტომას ლეონარდი, ბრუნო პსოტილიონი, ლეონარდო სენატორე (შვიდივე-პამპასები), ხუან ფერნანდეს ლობე (ტულონი), ავგუსტინ ფიგუეროლა (ბრივი), ალვარო გალანდო, ხუან მარტინ ერნანდესი, ხუან იმოფი, ხუან პაბლო ორლანდი (ოთხივე-მეტრო რასინგი), ხუან ლეგუსამონი (ლიონი), მარტინ როდრიგესი (სტად ფრანსე), როდროგო რონსერო (უგუნდო), ტომას ველახოსი (ჰლანეჰლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"