მსოფლიოს თასი ოლიმპიურ სტადიონზე

AutoSharing Option
2015 წლის მსოფლიოს თასის ორგანიზატორები დაინტერესებულნი არიან, პლანეტის უდიდესი სარაგბო ფორუმისთვის ლონდონის ოლიმპიური სტადიონი გამოიყენონ.

ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების დასრულების შემდეგ 2012 წლის უმთავრესი სპორტული მოვლენის მთავარ არენაზე, რომელიც 80 ათას მაყურებელს იტევს, პრეტენზიას საფეხბურთო კლუბი "ვესტ ჰემ იუნაიტედიც" აცხადებს. საბოლოოდ გადაწყვეტილება მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტს ჯერ არ მიუღია, რადგან ჯერ მასპინძელი ქალაქებიდან სტუმართა მიღებისა და განსახლების გეგმას ელოდებიან. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სერიოზული მოლაპარაკება სტადიონის მფლობელებთან.

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, 2015 წლის მსოფლიოს თასის მატჩების სამასპინძლოდ ლონდონის ოლიმპიური სტადიონი გამოვიყენოთ.
ეს შესანიშნავი არენაა, რომელიც ნებისმიერი რანგის ტურნირს დაამშვენებს.

ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ სპორტული მოედნებისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის პრობლემა თითქმის ყველგან დგება. ვფიქრობთ, თუ ამ სტადიონზე რაგბის თამაშის ნებას დაგვრთავენ, მისი შენახვა უფრო იოლი გახდება.

მსოფლიოს თასის გათამაშების წილისყრა დეკემბერში გაიმართება და იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი უნდა იყოს, თამაშები რომელ სტადიონებზე გაიმართება. ამიტომ, ვფიქრობ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა ოლიმპიური სტადიონის მფლობელებთან ერთად მალე მოგვიწევს" - თქვა მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა მენეჯერმა როს იანგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული