გათამაშების დაწყებამდე ძნელად თუ ვინმე ივარაუდებდა, რომ საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ინგლისისა და უელსის ნაკრებები იბრძოლებდნენ.
რთული ასახსნელია, რატომ, მაგრამ ფაქტია, მომავალი თაობა ამ ქვეყნებში უკეთესი იზრდება.
სამხრეთნახევარსფეროელთა წარუმატებლობას ერთი, მაგრამ არცთუ მყარი არგუმენტი აქვს, ჩემპიონატი ევროპაში, საფრანგეთში ტარდებოდა. თუმცა ამით თავად ფრანგებმა ვერაფრით იხეირეს. ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
ინგლისისა და უელსის ნაკრებების დაპირისპირება კი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულად წარიმართა. ეს ქვეყნები დიდი ხნის "სარაგბო მტრები" არიან და ერთმანეთთან თავიანთი
პირველ ტაიმში უელსელებმა ბევრად უკეთ ითამაშეს და მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს, აქედან ერთი გარდასახეს.
ორივე ლელო გარემარბი ეშლი ევანსის ანგარიშზეა. ამას ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა მგეზავმა სემ დევისმა ერთი საჯარიმოც მიუმატა. ინგლისელებმა ამაზე მხოლოდ ერთი საჯარიმოთი უპასუხეს და ტაიმი - 3:15 წააგეს.
მეორე ნახევარში ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. "უმცროსმა პომებმა" მეტოქეს მონაგარის გაზრდის საშუალება არ მისცეს.
თავად ორი გარდასახული ლელო გაიტანეს, რასაც მგეზავმა ჰენრი სლედმა კიდევ ორი საჯარიმო მიაყოლა. მისმა უელსელმა ვიზავიმ, სემ დევისმა ორჯერ არეკნით სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა, მაგრამ ვერ შეძლო. ინგლისელებმა რვაქულიანი უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს - 23:15 და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ირგუნეს.
მედლის გარეშე დარჩა ახალი ზელანდიის ნაკრები, რომელიც მესამე ადგილისთვის მატჩში სამხრეთ აფრიკის გუნდთან დამარცხდა - 34:41. ელიტას კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დატოვებს, რომელმაც მე-11 ადგილისთვის მატჩში ფიჯის გუნდთან წააგო - 12:46.
U-20
XI ადგილისთვის
ფიჯი-აშშ 46:12
IX ადგილისთვის
სამოა-შოტლანდია 33:24
VII ადგილისთვის
ავსტალია-ირლანდია 28:17
V ადგილისთვის
არგენტინა-საფრანგეთი 34:37
III ადგილისთვის
ს.აფრიკა-ახ.ზელანდია 41:34
ფინალი
ინგლისი-უელსი 23:15
საბოლოო მდგომარეობა
1. ინგლისი, 2. უელსი, 3. სამხრეთი აფრიკა, 4. ახალი ზელანდია, 5. საფრანგეთი, 6. არგენტინა, 7. ავსტრალია, 8. ირლანდია, 9. სამოა, 10. შოტლანდია, 11. ფიჯი, 12. აშშ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"