ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ინიციატივით, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გამარჯვებული, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", ამავე ქვეყნის საუკეთესო საფეხბურთო გუნდს, "მარსელს" დაუპირისპირდა.
შეხვედრა უცნაური იმით იყო, რომ გუნდებმა პირველ ტაიმში ფეხბურთი ითამაშეს. შესვენების შემდეგ საფეხბურთო კარები სარაგბოთი შეცვალეს და გუნდებმა ოვალური ბურთით თამაში გააჩაღეს.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მატჩის არბიტრი ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა იყო. თუმცა მერე, როცა გუნდებმა რაგბის თამაში დაიწყეს, "ტულონის" კვართი ჩაიცვა და სარაგბო კლუბის ღირსებას იცავდა.
ერთ-ერთი ლელოს გატანის
თამაში კი "დაძაბულ ბრძოლაში" წარიმართა და "მარსელის" გამარჯვებით დასრულდა მინიმალური სხვაობით - 36:35.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"