დიგბი იოანმა ახლახან ავსტრალიის ნაკრებში "ბრიტანელი ლომების" წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა ზე რაგბის გათამაშების უმნიშვნელოვანეს მატჩში, ბრისბენის "რედსსა" და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" შორის, არსად ჩანდა - მხარი დაუშავებია.
28 წლის მორაგბე მსოფლიოში ყველაზე საშიშ გარემარბად მიიჩნევა. "ვოლაბების" შემადგენლობაში გამართულ 35 მატჩში მან 11 ლელო მიითვალა. ის ფეთქებადი ხასიათის მოთამაშეა და საშუალოდ მატჩში მეტოქის ხაზს ხუთჯერ
დი ჯეი (ეს მისი მეტსახელია) სტადიონის მიღმა სრულად ამართლებს თავის გარეგნობას. მას ახლახან სასამართლოში მოუწია მისვლა გაზაფხულზე ერთ-ერთ ღამის კლუბში ატეხილი ჩხუბის გამო. თუ გავითვალისწინებთ, როგორი გარემოა პარიზის ანალოგიურ დაწესებულებებში, უნდა ვივარაუდოთ, რომ დიგბის სამართალდარღვევების შესახებ კიდევ არაერთხელ მოვისმენთ ახალ ამბებს.
ამასთან ერთად, დიგბი იოანს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს - ის ხშირად იღებს ტრავმებს. 2008 წელს თითი მოიტეხა, 2010 წელს მხარი იღრძო, 2011 წელს ისევ თითი მოიტეხა, 2012 წელს ფილტვებმა შეაწუხა, რაღაც ინფექცია შეეყარა; ამჟამად ისევ მხარი სტკივა. ეს, ცხადია, ფრანგულ კლუბში იციან, მაგრამ მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა 2011 წელს.
დიგბიმ "რედსთან" ერთად ზე რაგბის გათამაშება მოიგო, ფინალში ლელოც გაიტანა, მერე "ვოლაბების" შემადგენლობაში სამი ერის გათამაშებაში გაიმარჯვა. იმავე წელიწადს მსოფლიოს თასზეც არ უასპარეზია ცუდად.
დიგბი იოანს "სტად ფრანსემ" ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვითაც, ის დაახლოებით ორ მილიონ ევროს მიიღებს. ავსტრალიაში იოანი წელიწადში 800 ათას ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"