როგორც აღმოჩნდა, ჰაბანა ქურციკივით სწრაფია, მან "ეერბასს" გაასწრო.
ჰაბანა 30 წლისაა და ახლა "ტულონში" თამაშობს. მას სურდა ჩვენება, რომ სისწრაფე არსად დაუკარგავს და ახალგაზრდულად მარდია.
სხვათა შორის, სასტარტო დროშა (რომელიც სამხრეთ აფრიკის დროშის ფერებში იყო) მიკ ჯაგერის ქალიშვილმა ჯორჯია მეიმ ააფრიალა.
უკეთესი სტარტის წყალობით ჰაბანამ თვითმფრინავს გაასწრო!