ეს გადაწყვეტილება 9 ოქტომბერს სპეციალურ თათბირზე მიიღეს, რომელსაც სპეციალური მიწვევით იტალიის რაგბის ფედერაციისა და ამ ქვეყნის კლუბების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ERC-ს იმედი აქვს, რომ ეს ტურნირი მომავალშიც არაერთხელ გაიმართება, რაშიც იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის, ალფრედო გავაძის მხარდაჭერა ჰპოვა.
"ძალიან გვეამაყება, რომ "ჰაინეკენის თასის" ფინალი ჩვენს სამშობლოში გაიმართება. ეს ის შეჯიბრებაა, რომელშიც იტალიური კლუბები დიდი კონკურენციის პირობებში იზრდებიან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი
არ მჯერა ფრანგული და ინგლისური რაგბის მესვეურების წამოწყების. ჩვენ სხვა წამყვან სარაგბო ქვეყნებთან ერთად უკვე მხარი დავუჭირეთ "ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გამართვას. მომავალი სწორედ ამ შეჯიბრებებს აქვს" - დაასკვნა მან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"