"სან სიროს" დაანგრევენ - "მილანი" და "ინტერი" შეთანხმდნენ

AutoSharing Option
როგორც იტალიური გამოცემა Football Italia იტყობინება, "მილანი" და "ინტერი" შეთანხმდნენ, რომ ახალ სტადიონს ააშენებენ და "სან სიროს", იგივე "ჯუზეპე მეაცას" დაანგრევენ.

ორივე გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ ჟურნალისტებს და მათი გადაწყვეტილების შესახებ ამცნეს. "სან სირო" დაინგრევა მას შემდეგ, რაც მის ახლოს უკვე ახალი სტადიონი იქნება აშენებული. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2022/23 წლების სეზონებისთვის მილანურ კლუბებს ახალი სტადიონი ექნებოდათ.

"სან სირო" 1926 წლის სექტემბერში გახსნეს. 1978 წელს მას სახელი შეუცვალეს და "ჯუზეპე მეაცა" დაარქვეს, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის საპატივცემულოდ, რომელიც ორივე კლუბში თამაშობდა და
ასევე, მონაწილეობას იღებდა 1934 და 1938 წლების მსოფლიო თასებზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული