წლის ფოტო - "წითელმა ურჩხულმა" მეტოქე ბურთიანად ხელში აიტაცა და ირბინა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ამბებს ბევრი უცხოური ვებ-გვერდი აშუქებს, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კი www..espncrum.com-ია.

ვებ-გვერდის ვერსიით, წლის ფოტოდ უელსისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის დაპირისპირებისას გადაღებული კადრი დასახელდა, რასაც ჩვენც ვეთანხმებით - "წითელი ურჩხულების" გარემარბმა ჯორჯ ნორსმა ავსტრალიელი იზრაელ ფოლაუ ბურთიანად ხელში აიტაცა და რამდენიმე მეტრი ირბინა.

ამავე ვებ-გვერდის ვერსიით, წლის მოთამაშედ ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი კირან რიდი დასახელდა, საუკეთესო გუნდად - "ოლ ბლექსი". წლის მწვრთნელი სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაცი ჰეინკე მეიერი გახდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
უელსისა და ავსტრალიის არა ბიტანელი ლომების ტამაში იყო
რეზი
13:47 26-12-2013
0

სიახლეები პოპულარული