რუსეთის ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც ჩვენს გუნდთან 1993 წლის მერე არ მოუგია, სათავეში კრასნოიარსკის "ენისეის" დამრიგებელი ალექსანდრ პერვუხინი ჩაუდგება.
საინტერესოა, რომ მისი დანიშვნა რუსეთის რაგბის კავშირის აღმასკომზე კენჭისყრით გადაწყდა. "იურიჩს", როგორც მას მორაგბეები ეძახიან, მხარი უმრავლესობამ დაუჭირა.
პერვუხინის წინამორბედი, ფრანგი სპეციალისტი რაფაელ სენტ ანდრე კი, შესაძლოა, რუსეთის რაგბის კავშირში კონსულტანტად დარჩეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სულ
ერთი სიტყვით, რუსებმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე არაერთი უცხოელი გამოსცადეს და ისევ საკუთარ კადრს დაუბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ პერვუხინი რუსეთის ნაკრების თავკაცი 2002-04 წლებში გახლდათ. მან ეროვნულ გუნდში უცხოელი მწვრთნელების მიწვევის თაობაზე უარყოფითი დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატა და ამ საკითხში რაგბის კავშირთან ოპოზიციაში იყო.
პერვუხინის ხელმძღვანელობით, კრასნოიარსკის "ენისეი" არაერთხელ გახდა რუსეთის ჩემპიონი. ამ გუნდში კი არაერთ ქართველს უთამაშია. ესენია: რატი ურუშაძე, მიხეილ სუჯაშვილი, დავით კაჭარავა, ბესიკ ხამაშურიძე, ძმები ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"