პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრები ერთა თასისთვის მზადებას შეუდგა

AutoSharing Option
ერთა თასის წლევანდელი გათამაშების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

გერმანელებმა უკვე გამოაცხადეს გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც ამ ტურნირისთვის მოემზადება. მათ კვალში პორტუგალია ჩაუდგა, რომელიც 19-20 იანვარს, ტრადიციულად, ინგლისის სტუდენტურ ნაკრებს დაუპირისპირდება.

"ლობუშებს" შარშანდელ ერთა თასზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ სათავეში ჟოაო პინტუ ჩაუდგა, რომლის ხელმძღვანელობითაც პორტუგალიელებმა ნოემბრის ტესტებზე ნამიბიის ნაკრები დაამარცხეს ლისაბონში - 29:20. შეგახსენებთ, რომ ნამიბიელები "ბორჯღალოსნების" მეტოქეები არიან წელს გასამართავი მსოფლიოს თასის გათამაშებაში.

პორტუგალიის ნაკრებმა ინგლისის სტუდენტთა ნაკრების წინააღმდეგ სულ ექვსჯერ ითამაშა და აქედან სამი მოიგო.

პორტუგალიის ნაკრები
ალოფონსო
სოუსა, ფრანსისკო სოუსა, ჟოაო კაბაჩო, ნუნო ტაფული, რაფაელ სამოსა, სალვადორ ვაალო (ყველა-კასკაისი), ბერნადო ბატისტა, ბრუნო როხა, გონსალო ფაუსტინო (სამივე-ტექნიკო), ბერნარდო კამპელო, ფრანსისკო დომინგესი, ჟოზე ლეალი, მანუელ მურტერია, მანუელ ველა (ყველა-აგრონომია), კარლოს სოტომაიორი, ჟოაო ვასკუ, ოდრიგო ფიგუერდო (სამივე-კდუპი), დუარტე დინისი, ფრანსისკო სილვა, გონსალო უვა, ჟოაო სილვა, ლუის ლობატო, ვასკო უვა (ყველა-დირეიტო), ერიკ დოს სანტოსი (ბიარიცი), ჟოაო მატეუში (კოიმბრა), მიგელ ალმეიდა (ლუზა), კევინ კოსტა (სენ ჟან დე ლუზი), მაქსიმ ტონიეტა (ოიონაქსი), პედრო ბეტანკური (კლერმონი), პედრო მელო (ბელენენსეში).

ერთა თასი
7 თებერვალი
გერმანია-საქართველო, ესპანეთი-რუსეთი, პორტუგალია-რუმინეთი.

14 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ესპანეთი, გერმანია-რუსეთი.

28 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო, რუსეთი-რუმინეთი, პორტუგალია-გერმანია.

14 მარტი
საქართველო-რუსეთი, პორტუგალია-ესპანეთი, გერმანია-რუმინეთი.

21 მარტი
რუმინეთი-საქართველო, რუსეთი-პორტუგალია, ესპანეთი-გერმანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული