სამხრეთ აფრიკა VS ახალი ზელანდია - რეკორდების მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 24 ოქტომბერს, ლონდონში, "თვიქნემზე" მსოფლიოს თასის ნახევარფინალურ მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრები, რომელიც "ვებ ელისის" თასის ამჟამინდელი მფლობელია, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადობრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოადგენს.

* * *
"ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. ტრავმის გამო "ბოკესთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვაით კორკეტი. მის ნაცვლად შერკინების ბურჯის პოზიციაზე ჯო მუდი ითამაშებს. მისი სათადარიგო კი ბენ ფრენქსი იქნება.

სხვა მორაგბეები იგივენი
არიან, ვინც ერთი კვირის წინათ საფრანგეთის ნაკრებს დიდი ანგარიშით სძლია. "ოლ ბლექსის" კაპიტანი რიჩი მაქოა ამ მატჩში რეკორდს დაამყარებს. ის მსოფლიოს თასზე გუნდს მე-12-დ უკაპიტნებს. 11-11 მატჩი გამართეს მსოფლიოს თასზე კაპიტნის რანგში მარტინ ჯონსონმა, უილ კარლინგი (ორივე-ინგლისი), რაფაელ იბანესმა (საფრანგეთი), ჯონ სმითმა (სამხრეთ აფრიკა) და სემ ვერბარტონმა (უელსი).

ამასთან ერთად, მსოფლიოს თასზე ის 21-ე მატჩს გამართავს. რიჩი ერთი მატჩით ჩამორჩება ინგლისელ ჯეისონ ლეონარდს და ამდენივეთი გაუსწრო ავსტრალიელ ჯორჯ გრეგანს.

ახალზელანდიელთა შორის ადვილი შესაძლებელია კიდევ ერთი რეკორდსმენი გაჩნდეს. გარემარბი და მთავარი მელოლევე ჯულიან სავეა "ოლ ბლექსის" ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა და გამორჩეული ფიგურაა. მის ანგარიშზე მიმდინარე მსოფლიოს თასზე რვა ლელოა. მან ბრაიან ჰაბანასა და ჯონა ლომუს რეკორდი გაიმეორა, რომლებსაც ასევე რვა-რვა ლელო აქვთ გატანილი ერთ მსოფლიოს თასზე.

ჰაბანას ლომუს კიდევ ერთი რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს. მან მსოფლიოს თასებზე სულ 15 ლელო გაიტანა. ამდენივე ლელო აქვს გატანილი ლომუსაც. ბრაიანი ხვალ "ოლ ბლექის" წინააღმდეგ "ბოკეს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

აღსანიშნავია ერთი უცნაური დეტალი. სავეამ ახალი ზელანდიის ნაკრების 39 მატჩში 38 ლელო გაიტანა. მან "ბოკეს" წინააღმდეგ სულ ხუთჯერ ითამაშა და ამ გუნდისთვის ლელოს გატანა ჯერაც ვერ შეძლო. რა იქნება დღეს? ამას მხოლოდ თამაში გვიჩვენებს.

სავეას ვიზავი "ბოკეს" რიგებში გარემარბი ჯეი პი პიტერსენი იქნება, რომელსაც ახალზელანდიელის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრებების დონეზე ჯერ არ უთამაშია.

"ვფიქრობ, სავეას შედარება ჯონა ლომუსთან უადგილოა. თუმცა, ცხადია, ჯულიანი დიდი მორაგბეა. ის ძლიერია კონტაქტურ თამაშში, სწრაფად დარბის და მის გასანეიტრალებლად ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდება. ეს ჩემთვის ურთულესი ამოცანა იქნება", - დასძინა ჯეი პი პიტერსენმა.

ახალზელანდიელთა მელელოვეს მსოფლიოს დონის ვარსკვლავი უწოდა ბრაიან ჰაბანამ.

"როდესაც სავეამ პირველად მოირგო "ოლ ბლექსის" კვართი, მას ეჭვის თვალით დაუწყეს ცქერა. თუმცა, ბოლო სამი წლის განმავლობაში უდიდესი პროგრესი განიცადა. საგრძნობლად გააუმჯობესა ფეხით თამაში. შეუძლია ჩემი და ლომუს რეკორდი გააუმჯობესოს. ჯულიან სავეა ნამდვილად მსოფლიო დონის ვარსკვლავია", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალური მატჩი ავსტრალიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის, ასევე "თვიქნემზე" კვირას გაიმართება.

მსოფლიოს თასი. ნახევარფინალი
24 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია: 15. ბენ სმიტი, 14. ნეჰე მილნერი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმითი. 1. ჯო მუდი, 2. დენ კოლი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. კევინ მეალამუ, 17. ბენ ფრენქსი, 18. ჩარლი ფაუმუნია, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კენი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეტი, 23. სონი ბილ ვილიამსი
სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჯესი კრაილი, 12. დამიენ დე ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ანდრე პოლარდი, 9. ფური დუ პრი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ესტებესი, 5. ლუდ დე იაგერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბურხერი, 8. დუეინ ვერმულენი.
16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. იანი დუ პლესი, 19. ვიქტორ მეტფილდი, 20. ვილემ ალბერტსი, 21. რუან პინარი, 22. პეტ ლამბიე, 23. იან სერფონტეინი

25 სექტემბერი
ავსტრალია-არგენტინა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზელანდია მოიგებს მსოფლიო ალაფას ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.. მსოფლიოს ნომერ პირველ რაგბს ზელანდია თამაშობს და არა სხვა ვინმე...
zura kiknavelidze
13:37 24-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული