ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ

AutoSharing Option
დღეს, 31 ოქტომბერს, "თვიქნემზე" ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიოს თასის ფინალში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი წარმოადგენს.

"ოლ ბლექსი", ისევე როგორც "ვოლაბები" "ვებ ელისის" თასს აქამდე ორ-ორჯერ ფლობდნენ.

ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაცმა სტივ ჰანსენმა საფინალოდ საბრძოლო რაზმის შემადგენლობა არ შეცვალა. მოედანზე ზუსტად ის გუნდი გამოვა, რომელმაც ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს 20:18 მოუგო.

"ოლ ბლექსის" 31 მორაგბედან 13 ისეთია, რომლებსაც 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება აქვთ მოგებული. ესენი არიან:
კევინ მეალამუ, ოუენ ფრენქსი, ბენ ფრენქსი, სემ ვაითლოქი, ჯერომ კაინო, რიჩი მაქოა, კირან რიდი, ვიქტორ ვიტო, დენ კარტერი, კოლინ სლედი, მაა ნონუ, კონრად სმითი
და სონი ბილ ვილიამსი.

ახალზელანდიელთა ლეგენდარული მესამეხაზელი რიჩი მაქოა გუნდს მსოფლიოს თასზე მე-13 მატჩში უკაპიტნებს. მის ანგარიშზე კიდევ ერთი რეკორდია. ის ეროვნულ გუნდში 148-ე კეპს მოიხვეჭს.

რეკორდის დამყარების შანსს ინარჩუნებს "ოლ ბლექსის" გარემარბი ჯულიან სავეა, რომელმაც უკვე შეძლო მისი გამეორება. სავეას ანგარიშზე 8 ლელოა. ამდენივე ლელო მიითვალეს სამხრეთაფრიკელმა ბრაიან ჰაბანამ (2007 წ) და ახალზელანდიელმა ჯონა ლომუმ.

ერთი ცვლილებაა ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში. ძირითად გუნდში დაბრუნდა შერკინების ბურჯი სკოტ სიო. ჯეიმზ სლიპერმა კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

"ვოლაბების" რიგებში მეთ გიტო ერთადერთია, რომელმაც 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალში ითამაშა ინგლისის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. მაშინ, ის მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

ავსტრალიელეთა მგეზავი ბერნარდ ფოლი მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მექულეთა შორის მე-4 ადგილზეა. მის ანგარიშზე 75 ქულაა. მასზე მეტი აქვთ მოპოვებული არგენტინელ ნიკოლას სანჩესს (83), შოტლანდიელ გრეგ ლაიდლოუს (79) და სამხრეთაფრიკელ ანდრე პოლარდს (79).

გარემარბმა დრიუ მიჩელმა მსოფლიოს თასის გათამაშებებში 14 ლელო გაიტანა. მასზე ერთით მეტი გაიტანეს ბრაიან ჰაბანამ და ჯონა ლომუმ. "ვოლაბების" კიდევ ერთ გარემარბს, ადამ ეშლი-კუპერს "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ 29-ჯერ აქვს ნათამაშები. მან მეტოქე ცხრაჯერ დაალელოვა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი შაბათს თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

ახალი ზელანდია-ავსტრალია
ახ.ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სკადერი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დანიელ კარტერი, 9. აარონ სმითი. 1. ჯო მუდი, 2. დენ კოლი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. კევინ მეალამუ, 17. ბენ ფრენქსი, 18. ჩარლი ფაუმუნია, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კენი, 21. ტავერა კერლ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეტი, 23. სონი ბილ ვილიამსი.
ავსტრალია: 15. ისრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიჩელი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. ვილი გენია. 1. სკოტ სიო, 2. სტივენ მური, 3. სეკოპე კეპუ, 4. კენ დუგლასი, 5. რობ საიმონსი, 6. სკოტ ფერდი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. დევიდ პოკოქი.
16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. გრეგ ჰოლმსი, 19. დენ მუმი, 20. ბენ მაკკალმენი, 21. ნიკ ფიპსი, 22. მეთ ტოომუა, 23. ქართლი ბილი.
მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამუსი არ გაქვთ? ნეო სატის თეფში ვისაც აქვს იმათ რატომ არ გვაქვს რეგბის ცქერის საშუალება. ამითაც ფულს აკეთებთ არა? შეგირცხვათ ნამუსი თქვე უნამუსოებო!!!
nika
21:47 31-10-2015
0

სიახლეები პოპულარული