რაგბი. ევროთასები: ტერაქტმა ევროთასებიც არია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ევროთასების წლევანდელი გათამაშების პირველი ტურის მატჩები გაიმართა. პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო საფრანგეთის ტერიტორიაზე მოთამაშე ფრანგული კლუბების შეხვედრები გადაიდო. ამდენად, ტური, როგორც ჩემპიონთა თასზე, ისე ჩელენჯ კაპზე არასრული გამოდგა.

ჩემპიონთა თასი
ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან მხოლოდ ორმა ითამაშა, "ტულუზმა" და "სტად ფრანსემ". ორივემ თავისი შეხვედრა სტუმრად გამართა და წააგო.

ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელიც A ჯგუფში ასპარეზობს, სტუმრად დაუპირისპირდა ინგლისურ "სარასენზს" და 7:32 წააგო. ინგლისური კლუბის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მეორე ტაიმის პირველი წუთისთვის უკვე 32:0-ს იგებდნენ. კაკოვინი
თადარიგში იყო და თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.

დავით ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე", რომელიც D ჯგუფის ბინადარია, ასევე სტუმრად დაუპირისპირდა ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს" და 20:33 დამარცხდა. ჟვანია თადარიგში იყო და მოედანზე 67-ე წუთიდან გამოჩნდა, ქუბრიაშვილი და მელიქიძე განაცხადში არ იყვნენ.

ამავე ჯგუფში ირლანდიურმა "მანსტერმა" შინ იტალიური "ბენეტონი" დაამარცხა - 32:7.

A ჯგუფი
სარასენზი-ტულუზი 32:7, ოიონაქსი-ალსტერი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 4 ქულა, 2. ტულუზი - 0, 3. ოიონაქსი - 0, ალსტერი - 0.

II ტური
ალსტერი-სარასენზი, ტულუზი-ოიონაქსი

B ჯგუფი
ოსფრიზი-ექსეტერი 25:13, ბორდო-კლერმონი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა
1. ოსფრიზი - 4 ქულა, 2. ექსეტერი - 0, 3. ბორდო - 0, 4. კლერმონი - 0.

II ტური
ექსეტერი-ბორდო, კლერმონი-ოსფრიზი

C ჯგუფი
ნორსჰემპთონი-ჰლანეჰლი 15:11, მეტრო რასინგი-გლაზგო (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა
1. ნორსჰემპთონი - 4 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 1, 3. გლაზგო - 0, 4. მეტრო რასინგი - 0.

II ტური
გლაზგო-ნორსჰემპთონი, ჰლანეჰლი-მეტრო რასინგი

D ჯგუფი
ლესტერი-სტად ფრანსე 33:20, მანსტერი-ბენეტონი 32:7

სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 5 ქულა, 2. ლესტერი - 5, 3. სტად ფრანსე - 0, 4. ბენეტონი - 0.

II ტური
ბენეტონი-ლესტერი, სტად ფრანსე-მანსტერი

E ჯგუფი
ლენსტერი-ვოსფსი 6:33, ტულონი-ბასი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 4 ქულა, 2. ბასი - 0, 3. ტულონი - 0, 4. ლენსტერი - 0.

II ტური
ბასი-ლენსტერი, ვოსფსი-ტულონი.

ჩელენჯ კაპი
ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ბევრად მეტმა, ექვსმა "ქართულმა გუნდმა" ითამაშა. A ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ერთბაშად ორი გუნდი ასპარეზობს. გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივმა" თამაში პარიზის ტერაქტამდე ერთი დღით ადრე, შინ ინგლისურ "ნიუკასლთან" გამართა და 13:9 მოიგო.

ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. იმავდროულად, თამაშში შველიძე ჩაერთო, ასეიშვილს არ უთამაშია.

ევროთასებზე პირველად ასპარეზობს დავით კაჭარავას კრასნოიარსკის "ენისეი", რომელმაც შინ წააგო ირლანდიურ "ქონოთთან" - 31:14. კაჭარავამ სრულად ითამაშა.

მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ", რომელიც C ჯგუფში ასპარეზობს, სტუმრად წააგო ინგლისურ "ჰარლიქვინზთან" - 18:41. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი, რომელმაც სრულად ითამაშა, 33-ე წუთზე მატჩის არბიტრმა გაასინბინა.

D ჯგუფში მოასპარეზე ინგლისურმა, ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერმა" შინ მიიღო ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის "ლა როშელი" და 19:3 დაამარცხა. ბაზაძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, ბრეგვაძე მოედანზე ოთხი წუთის შემდეგ გამოჩნდა, ყაულაშვილს არ უთამაშია.

ამავე ჯგუფში "გლოსტერმა" შინ მოუგო იტალიურ "ზებრეს" - 23:10.

E ჯგუფში მოასპარეზე თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" სტუმრად წააგო ინგლისურ "ლონდონ აირიშთან" - 10:48. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ. ამავე ჯგუფში შოტლანდიურმა "ედინბურგმა" შინ მოუგო ფრანგულ "გრენობლს" - 28:10.

A ჯგუფი
ბრივი-ნიუკასლი 13:9, ენისეი-ქონოთი 14:31

სატურნირო მდგომარეობა
1. ქონოთი - 5 ქულა, 2. ბრივი - 4, 3. ნიუკასლი - 1, 4. ენისეი - 0.

II ტური
ქონოთი-ბრივი, ნიუკასლი-ენისეი

B ჯგუფი
ნიუპორტი-სეილ შარქსი 30:12, პო-კასტრი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუპორტი - 5 ქულა, 2. კასტრი - 0, 3. პო - 0, 4. სეილ შარქსი - 0

II ტური
სეილ შარქსი-პო, კასტრი-ნიუპორტი

C ჯგუფი
ჰარლიქვინზი-მონპელიე 41:18, კალვიზანო-კარდიფი 9:50

სატურნირო მდგომარეობა
1. კარდიფი - 5 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 5, 3. მონპელიე - 0, 4. კალვიზანო - 0.

II ტური
კარდიფი-ჰარლიქვინზი, მონპელიე-კალვიზანო

D ჯგუფი
ვორსტერი-ლა როშელი 19:3, გლოსტერი-ზებრე 23:10

სატურნირო მდგომარეობა

1. ვორსტერი - 4 ქულა, 2. გლოსტერი - 4, 3. ზებრე - 0, 4. ლა როშელი - 0.

II ტური
ლა როშელი-გლოსტერი, ზებრე-ვორსტერი

E ჯგუფი
ედინბურგი-გრენობლი 28:10, ლონდონ აირიში-აჟენი 48:10

სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ აირიში - 5 ქულა, 2. ედინბურგი - 4, 3. გრენობლი - 0, 4. აჟენი - 0.

II ტური
აჟენი-ედინბურგი, გრენობლი-ლონდონ აირიში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული